,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1084
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 138, 04/10/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.150.040.22.033.010.887
  • Word
1084
28/09/2007
სსმ, 138, 04/10/2007
230.150.040.22.033.010.887
,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.040.22.033.010.887

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1084

2007 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხლი 2331) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა)     პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საბაჟო საზღვრის გადაკვეთის ადგილებში საქონლის წარდგენასთან, დათვალიერებასთან, საბაჟო დოკუმენტების არსებობის დადგენასთან, ზოგად დეკ-ლარირებასთან, საბაჟო კანონმდებლობის შესრულების მიზნით სხვა ქმედებების განხოციელებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების ჩატარებისას – სასაზღვრო საბაჟო ორგანოები: საბაჟო გამშვები პუნქტები (წითელი ხიდი, სადახლო, გარდაბანი, ახკერპი, გუგუთი, მტკვარი, ლაგოდეხი, სამთაწყარო, ყაზბეგი, ვალე, ნინოწმინდა, სარფი, ბათუმის აეროპორტი, ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები) და საბაჟო საგუშაგოები (თბილისის აეროპორტი, ბათუმის პორტი, ფოთისა და ყულევის პორტები);“.

ბ)    პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ.ღ“ ქვეპუნქტი:

,,ბ.ღ) ხობის რაიონი, სოფელი ყულევი“.

გ) მე-81 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საბაჟო საგუშაგოები: ,,ბათუმის პორტი“, ,,ფოთისა და ყულევის პორტები“, საბაჟო გამშვები პუნქტები: ,,სარფი“, ,,ბათუმის აეროპორტი“, ,,ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები“ – რეგიონალურ საბაჟო ,,დასავლეთს“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური