დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 544 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 79, 05/07/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230150020.22.033.014822 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.014.822
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №544
2010 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
„საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.06წ., №172, მუხლი 2331) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი პუნქტის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით::
„ბ) საბაჟო რეჟიმში საქონლის მოსაქცევად საქონლის წარდგენასთან, საბაჟო დეკლარირებასთან და დათვალიერებასთან, საბაჟო გადასახდელების გადახდასთან, სატრანსპორტო საშუალებებისა და პირადი ნივთების შემოწმებასთან, საბაჟო კანონმდებლობის შესრულების მიზნით სხვა ქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების ჩატარებისას – საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების შემდეგი ადგილები:
ბ.ა.) თბილისის რეგიონული ცენტრი:
ბ.ა.ა) ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია;
ბ.ა.ბ) ქ. თბილისი, გია გულუას ქ. №4;
ბ.ა.გ) ქ. მცხეთა, მუხრანის ქ. №17;
ბ.ა.დ) საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი (იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის საბაჟო რეჟიმში მოქცევის ოპერაცია განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო პროცედურის ჩატარების ადგილზე);
ბ.ა.ე) ქ. გორი, მოსკოვის ქ. №1, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა – მხოლოდ ,,საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №500-653 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის;
ბ.ა.ვ) ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30 (მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №22-ით გათვალისწინებული „ფიზიკური პირის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით გათვალისწინებული საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორ-ციელებისათვის).
ბ.ბ) ახალციხის რეგიონული ცენტრი:
ბ.ბ.ა) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ვალეს“ ტერიტორია;
ბ.ბ.ბ) ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი №2, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა – მხოლოდ „საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №№500-653 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის;
ბ.გ) თელავის რეგიონული ცენტრი:
ბ.გ.ა) ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზ. №1;
ბ.გ.ბ) ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. №21, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობა – მხოლოდ „საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №№500-653 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის;
ბ.დ) ქუთაისის რეგიონული ცენტრი:
ბ.დ.ა) წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვიტირი, „საბაჟო-კემპინგი“;
ბ.დ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა – მხოლოდ „საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №№500-653 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის;
ბ.ე) რუსთავის რეგიონული ცენტრი:
ბ.ე.ა) ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №38;
ბ.ე.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა – მხოლოდ „საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №№500-653 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის;
ბ.ვ) ბათუმის რეგიონული ცენტრი:
ბ.ვ.ა) ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №5ა;
ბ.ვ.ბ) ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. №11, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ბათუმის განყოფილების შენობა – მხოლოდ „საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №№500-653 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის;
ბ.ზ) ფოთის რეგიონული ცენტრი:
ბ.ზ.ა) ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი №1;
ბ.ზ.ბ) ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ყულევი (გარდა აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციისა).
ბ.ზ.გ) ქ. ფოთი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების შენობა – მხოლოდ „საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №№500-653 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის;
ბ.ზ.დ) ქ. ზუგდიდი, პარიზის კომუნის ქ. №7, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების შენობა – მხოლოდ „საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №№500-653 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის;
ბ.ზ.ე) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოზურგეთი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ოზურგეთის განყოფილების შენობა – მხოლოდ „საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №№500-653 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრან-სპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის;
ბ1) თავისუფალ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ზონიდან გასატანი საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურების ჩატარებისას – საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების შემდეგი ადგილები:
ბ1.ა) ქუთაისის რეგიონული ცენტრი – ქ. ქუთაისი, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორია, ავტომშენებლის ქ. №88;
ბ1.ბ) ფოთის რეგიონული ცენტრი – ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია.“.
2. 54 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„54. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების რენტგენ-სკანერების მეშვეობით დათვალიერების განხორციელების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის ოპერატიული მართვის სამმართველოს შესაბამისი ჯგუფის მიერ სკანირების ადგილები განისაზღვროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
3. მე-7 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების გარდა სხვა შემთხვევაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოსათვის:
ა.ა) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციასთან დაკავშირებული, ასევე ამ პუნქტის „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტების გარდა სხვა საბაჟო პროცედურების განხორციელებისას – სამუშაო დრო (სამუშაო დროში არ ითვლება შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესით განსაზღვრული შესვენების დრო) – ყოველი კალენდარული კვირის პირველი ხუთი დღის (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 10.00 საათიდან – 18.00 საათი, საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების გარდა. დაინტერესებული პირის თხოვნით, მისი ხარჯითა და საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობით, სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები შეიძლება განხორციელდეს არასამუშაო დროსაც;
ა.ბ) რეგისტრირებული სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის მიმართ საბაჟო პროცედურების განხორციელებისას სამუშაო დრო (სამუშაო დროში არ ითვლება შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესით განსაზღვრული შესვენების დრო) – ყოველი კალენდარული კვირის პირველი ხუთი დღის (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 00.00 საათიდან – 24.00 საათი, საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების გარდა. დაინტერესებული პირის თხოვნით, მისი ხარჯითა და საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობით, საბაჟო დამუშავების ოპერაცია შეიძლება განხორციელდეს არასამუშაო დროსაც;
ა.გ) ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი №1 და ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №5ა-ში მდებარე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილებზე საზღვაო ტრანსპორტით საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის მიზნით, აგრეთვე ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით გათვალისწინებული ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის“ გამოწერა-დახურვასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების განხორციელებისას – სამუშაო დრო (სამუშაო დროში არ ითვლება შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესით განსაზღვრული შესვენების დრო) – ყოველი კალენდარული კვირის 00.00 საათიდან – 24.00 საათი, საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების გარდა. დაინტერესებული პირის თხოვნით, მისი ხარჯითა და საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობით, ამ ქვეპუნქტში მითითებული საბაჟო პროცედურები შეიძლება განხორციელდეს არასამუშაო დროსაც;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების რენტგენ-სკანერების მეშვეობით დათვალიერების განხორციელებისას შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის ოპერატიული მართვის სამმართველოს შესაბამისი ჯგუფისთვის – სამუშაო დრო – კალენდარული კვირის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) ყოველი დღის 00.00 – 24.00 საათი.“.
4. 72 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„72. ამ ბრძანების მე-7 და 71 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცვლიანობის განრიგი, არასამუშაო დროს ზეგანაკვეთური (კალენდარულ კვირაში 40 საათზე მეტი) სამუშაოს პირობები, აგრეთვე სხვა შესაბამისი საკითხები განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესით.“.
5. 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„81. ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასაზღვრო საბაჟო ორგანოები სტრუქტურულად დაექვემდებარებიან შემოსავლების სამსახურის შემდეგ ტერიტორიულ ორგანოებს:
ა) საბაჟო საგუშაგო „თბილისის აეროპორტი“, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – თბილისის რეგიონულ ცენტრს;
ბ) საბაჟო გამშვები პუნქტები: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „გარდაბანი“, „ახკერპი“, „გუგუთი“, „მტკვარი“ – რუსთავის რეგიონულ ცენტრს;
გ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები“ – ქუთაისის რეგიონულ ცენტრს;
დ) საბაჟო გამშვები პუნქტები „ლაგოდეხი“ და „სამთაწყარო“ – თელავის რეგიონულ ცენტრს;
ე) საბაჟო გამშვები პუნქტები „ვალე“ და „ნინოწმინდა“ – ახალციხის რეგიონულ ცენტრს;
ვ) საბაჟო საგუშაგო „ბათუმის პორტი“, საბაჟო გამშვები პუნქტები: „სარფი“, „ბათუმის აეროპორტი“ – ბათუმის რეგიონულ ცენტრს;
ზ) საბაჟო საგუშაგო „ფოთისა და ყულევის პორტები“ – ფოთის რეგიონულ ცენტრს.“
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები