,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 62
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/01/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 22/01/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.011.407
  • Word
62
18/01/2008
სსმ, 9, 22/01/2008
230.150.020.22.033.011.407
,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.011.407

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №62

2008 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხლი 2331) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საბაჟო რეჟიმში საქონლის მოსაქცევად საქონლის წარდგენასთან, საბაჟო დეკლარირებასთან და დათვალიერებასთან, საბაჟო გადასახდელების გადახდასთან, სატრანსპორტო საშუალებებისა და პირადი ნივთების შემოწმებასთან, საბაჟო კანონმდებლობის შესრულების მიზნით სხვა ქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების ჩატარებისას – საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების შემდეგი ადგილები:

ბ.ა) რეგიონალური საბაჟო აღმოსავლეთი:

ბ.ა.ა) ქ. თბილისი, ჭირნახულის I შესახვევი №7 (გარდა აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციისა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორცილებისას);

ბ.ა.ბ) ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30 (გარდა აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციისა);

ბ.ა.გ) ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (მხოლოდ საფოსტო გზავნილების, დიპლომატიური მიზნებისათვის შემოტანილი საქონლის და საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად შემოსვლისას ფიზიკური პირის მიერ პირადი სარგებლობისათვის შემოტანილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის);

ბ.ა.დ) ქ. მცხეთა, ნარეკვავის დასახლება, ნატახტარის ქ. №1 (გარდა აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციისა);

ბ.ა.ე) მცხეთის რ-ნი, ზაჰესის დასახლება, მშვიდობის ქ. №105ა;

ბ.ა.ვ) ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა – მხოლოდ ,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების დაშვების და იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისა და მათი რეკვიზიტების შემოწმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1778-1497 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის;

ბ.ა.ზ) საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი (იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის საბაჟო რეჟიმში მოქცევის ოპერაცია განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო პროცედურის ჩატარების ადგილზე);

ბ.ა.თ) ქ. თბილისი, ვანის ქ. 1 (შპს „ინტერტრანსის“ საწყობის ტერიტორია) (მხოლოდ რკინიგზით გადაადგილებული საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის);

ბ.ა.ი) ქ. თბილისი, აეროპორტის დასახლება, შპს „გაკო ტერმინალის“ საწყობის ტერიტორია (გარდა აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციისა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორცილებისას);

ბ.ა.კ) ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. №4, შპს „კასპიან კრედო & ჯორჯიას“ საწყობის ტერიტორია (გარდა აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციისა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელება საქონლის საბაჟო საწყობში შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორცილებისას);

ბ.ა.ლ) ქ. თბილისი, იუმაშევის ქ. №14, სს ,,ლილო 1“-ის საწყობის ტერიტორია (გარდა აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციისა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორცილებისას).

ბ.ბ) ახალციხის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია): საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“-ს ტერიტორია (გარდა აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციისა);

ბ.გ) თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია): ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზ. №1 (გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისა და საქონლის მიმართ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენებისა. ამ რეჟიმში ახორციელებს მხოლოდ რკინიგზით გადაადგილებული საქონლისა და დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში შენახული საქონლის მოქცევას, აგრეთვე ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის (გარდა ექსპორტის საბაჟო რეჟიმისა) შეცვლას თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმით);

ბ.დ) ცხინვალის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია): სოფელი ქურთა (გარდა აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციისა);

ბ.ე) ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია): წყალტუბოს რაიონი, სოფ. ქვიტირი, ,,საბაჟო-კემპინგი“ (გარდა აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციისა);

ბ.ვ) რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია): ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №38 (გარდა აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციისა);

ბ.ზ) ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია):

ბ.ზ.ა) ხელვაჩაურის რ-ნი, სოფელი ადლია, შპს ,,ტერმინალის“ საწყობის ტერიტორია (გარდა აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციისა);

ბ.ზ.ბ) ქ. ბათუმი, ტბელ-აბუსერიძის ქ. №11, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველო – ,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების დაშვების და იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისა და მათი რეკვიზიტების შემოწმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1778-1497 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის;

ბ.ზ.გ) ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქ. №60;

ბ.თ) ფოთის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია):

ბ.თ.ა) ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი №1 (გარდა აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციისა);

ბ.თ.ბ) ხობის რაიონი, სოფელი ყულევი (გარდა აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციისა);

ბ.თ.გ) ქ. ფოთი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმართველოს მე-3 სახაზო განყოფილება – მხოლოდ ,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების დაშვების და იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისა და მათი რეკვიზიტების შემოწმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1778-1497 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის“.

ბ) ბრძანების 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,81. ამ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასაზღვრო საბაჟო ორგანოები სტრუქტურულად დაექვემდებარებიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შემდეგ ტერიტორიულ ორგანოებს:

ა) საბაჟო საგუშაგო ,,თბილისის აეროპორტი“ – რეგიონალურ საბაჟო ,,აღმოსავლეთს;

ბ) საბაჟო გამშვები პუნქტები: ,,წითელი ხიდი“, ,,სადახლო“, ,,გარდაბანი“, ,,ახკერპი“, ,,გუგუთი“, ,,მტკვარი“ – რუსთავის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას);

გ) საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები“ – ქუთაისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას);

დ) საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“ – გორის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას);

ე) საბაჟო გამშვები პუნქტები ,,ლაგოდეხი“ და ,,სამთაწყარო“ – თელავის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას);

ვ) საბაჟო გამშვები პუნქტები ,,ვალე“ და ,,ნინოწმინდა“ – ახალციხის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას);

ზ) საბაჟო საგუშაგო ,,ბათუმის პორტი“, საბაჟო გამშვები პუნქტები: ,,სარფი“, ,,ბათუმის აეროპორტი“ – ბათუმის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას);

თ) საბაჟო საგუშაგო ,,ფოთისა და ყულევის პორტები“ – ფოთის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას).“.

2. ბრძანება, გარდა ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველი პუნქტის ,,ბ.ზ“ და ,,ბ.თ“, აგრეთვე ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 81 პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველი პუნქტის ,,ბ.ზ“ და ,,ბ.თ“, აგრეთვე ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 81 პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2008 წლის 15 თებერვლიდან.

ნ. გილაური