,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 538
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 01/06/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.010.376
  • Word
538
23/05/2007
სსმ, 76, 01/06/2007
230.150.020.22.033.010.376
,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.010.376

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №538

2007 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2331) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) პირველი პუნქტის „ბ.ე“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ე) ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №38 (გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისა);

ბ.ვ) ქ. თელავი, ერეკლე მეორის გამზ. №1 (გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისა და საქონლის მიმართ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენებისა. ამ რეჟიმში ახორციელებს მხოლოდ რკინიგზით გადაადგილებული საქონლისა და დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში შენახული საქონლის მოქცევას, აგრეთვე ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის (გარდა ექსპორტის საბაჟო რეჟიმისა) შეცვლას თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმით);“.

ბ)    ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტის „ბ.ი“ ქვეპუნქტი.

გ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ.ტ“ ქვეპუნქტი:

,,ბ.ტ) საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ვალეს“ ტერიტორია (გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისა).

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4.  ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე იმპორტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებული 700 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი, აგრეთვე ექსპორტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებული 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე საქონელი, ამ პირის თხოვნის საფუძველზე, ექვემდებარება საბაჟო დამუშავების ოპერაციას იმ სასაზღვრო საბაჟო ორგანოში, სადაც მის მიერ ხორციელდება საქონლით საბაჟო საზღვრის გადაკვეთა. მიუხედავად ამ პუნქტის პირველ წინადადებაში აღნიშნული დებულებისა, სასაზღვრო საბაჟო ორგანოებში – ,,წითელი ხიდი“, ,,გარდაბანი“, ,,სადახლო“, ლაგოდეხი, ,,სამთაწყარო“, ,,გუგუთი“, ,,ახკერპი“, ,,მტკვარი“, ,,ვალე“ და ,,ყაზბეგი“ განხორციელდება მხოლოდ ექსპორტის (ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირება, ხოლო ამავე პუნქტების გავლით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი