თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება

თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება
დოკუმენტის ნომერი 139
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 03/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 010320050.10.003.017758
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
139
12/02/2014
ვებგვერდი, 13/02/2014
010320050.10.003.017758
თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/02/2014 - 11/06/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №139

2014 წლის 12 თებერვალი

ქ.თბილისი

 

თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

მუხლი 1
დამტკიცდეს იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტ­რი (დანართის შესაბამისად), რომელთათვისაც სავალდებულოა თა­ნამ­დებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება.
მუხლი 2
შესაბამისი საჯარო დაწესებულების საკადრო სამსახურის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია სათა­ნადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან  არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა საჯა­რო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდეგში – საჯარო სამსახურის ბიურო) წერილობით მიაწოდოს ინფორმა­ცია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან თანამდებობიდან გა­თავისუფლების შესახებ.
მუხლი 3
შესაბამისი საჯარო დაწესებულების საკადრო სამსახურის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია სადეკ­ლარაციო თანამდებობის შეცვლის ან შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქ­მ­ების, აგრეთვე, საჯარო დაწესებულების სტრუქტურაში ცვლილების ან დამატების შეტანის შემთხვევაში,  სათანადო სამართლებრივი აქტის გა­მოცემიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა წერილობით აცნობოს საჯარო სამ­სახურის ბიუროს.
მუხლი 4
საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებ­რივი მდგომარეობის დეკლარაცია წარდგენილი უნდა იქნეს ელექ­ტ­რონული ფორმით, დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშ­ვე­ობით, რომლის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის ბიუ­რო.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება

თავი I

საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები

მუხლი 1

1. საქართველოს პრეზიდენტი.

2. საქართველოს პარლამენტის წევრი.

3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრი.

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარ­­მომადგენლობითი ორგანოების წევრები.

5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავ­რო­ბა­თა ხელმძღვანელები.

თავი II

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირები

 მუხლი 2

1. საქართველოს მინისტრის მოადგილე.

2. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავ­რო­ბათა  ხელმძღვანელების მოადგილეები.

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები და მათი მოადგილეები.

5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საქვეუ­წყე­ბო დაწესებულებათა ხელმძღვანელები.

მუხლი 3

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში:

ა) ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგი­ლე;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვა­ნე­ლი, მისი მოადგილე;

გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვა­ნე­ლი, მისი მოადგილე;

ე) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მი­სი მოადგილე;

ზ) ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმ­ძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმ­ძღვა­ნელი, მისი მოადგილე;

ი) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარ­ტა­მენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

კ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტა­მენ­ტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ლ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ხელმძღვა­ნე­ლი;

მ)  სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელ­მ­ძღვა­ნელი და მისი მოადგილე.

მუხლი 4

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამი­ნის­ტ­როში:

ა) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოა­დ­გილე;

დ) გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთო­ბე­ბის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის ხელმძღვა­ნე­ლი;

ვ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ხე­ლ­­მძ­ღვანელი;

ზ) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;

ი) წყლის რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი;

კ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი;

ლ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის ხელ­მძღვანელი;

მ) კლიმატის ცვლილების სამსახურის ხელმძღვანელი;

ნ) ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის ხელ­მძღვანელი;

ო) ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი;

პ) მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის ხელმძღვანელი;

ჟ) სატყეო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი;

რ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელ­მძღვანელი და მისი მოადგილე;

ს) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზე­დამ­ხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე.

მუხლი 5

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე­ბის სამინის­ტ­რო­ში:

ა) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმ­ძღვანელი, მისი მოადგილე;

ბ) ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმ­ძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვა­ციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარ­ტა­მენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერ­თო­ბების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი;

კ) ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოა­დგილე;

ლ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანე­ლი, მისი მოადგილე;

მ) ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძ­ღვანელი, მისი მოადგილე;

ნ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტა­მენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ო) საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარ­ტა­მენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

პ) სამინისტროს სამდივნოს (სამმართველო) ხელმძღვანელი;

ჟ) პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

რ) ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმ­ძღვანელი, მისი მოადგილე;

ს) სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომ­ხ­დარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევების ბიუროს ხელმძღვანელი;

ტ) საპენსიო რეფორმის სამსახურის ხელმძღვანელი;

უ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელ­მ­ძღვანელი და მისი მოადგილე.

მუხლი 6

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში:

ა) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგი­ლე;

გ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) ენერგეტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანე­ლი;

თ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ი) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელ­მ­ძღვანელი და მისი მოადგილე.

მუხლი 7

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში:

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმ­ძღვა­ნელი, მისი მოადგილე;

ე) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოა­დგილე;

ვ) ფინანსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოად­გილე;

ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგ­რაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფი­სის (სამმართველო) ხელმძღვანელი;

ი) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

კ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მი­სი მოადგილე;

ლ) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მი­სი მოადგილე;

მ) ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითა­რე­ბის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ნ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მო­ადგილე;

ო) რეფორმების კოორდინაციის სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოა­დგილე;

პ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ჟ) პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დე­პა­რტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

რ) საქმისწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგი­ლე;

ს) პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგი­ლე;

ტ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმარ­თვე­ლოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

უ) სამინისტროს დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმარ­თ­ვე­ლოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრე­თ­ვე, მათთან გათანაბრებული პირები.

 მუხლი 8

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში:

ა) ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოად­გილე;

ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმ­წი­ფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარ­მომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვა­ნე­ლი, მისი მოადგილე;

თ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანე­ლი, მისი მოადგილე;

ი) სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოა­­დგილე;

კ) ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომად­გენ­ლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ლ) პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხე­ლ­მ­ძღვანელი, მისი მოადგილე;

მ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოა­დგი­ლე;

ნ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხე­ლ­მ­­ძღვა­ნელი და მისი მოადგილე;

ო) საქართველოს მთავარი პროკურორი, მისი მოადგილეები, საქარ­თველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის, სამსახურის ხელმძ­ღვა­ნელები და მათთან გათანაბრებული პირები, აჭარისა და აფხაზეთის ავტო­ნომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პრო­კუ­რო­რები.

მუხლი 9

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში:

ა) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

ბ) ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მი­სი მოადგილე;

გ) ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ხელ­მძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპუ­ლა­რიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოად­გი­ლე;

ვ) კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის ორგანიზაციების კო­ორ­დინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოა­დგილე;

ზ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძ­ღვა­ნე­ლი, მისი მოადგილე;

თ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) ანალიტიკური დეპარატამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

კ)  სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელ­მ­ძ­ღვა­ნელი და მისი მოადგილე.

მუხლი 10

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში:

ა) სამინისტროს აპარატის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოად­გი­ლე;

გ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძ­ღვა­ნელი, მისი მოადგილე;

ე) სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოა­დ­გილე;

ზ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელ­მ­ძღვანელი და მისი მოადგილე.

მუხლი 11

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაად­გი­ლებულ პირთა,

განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში:

ა) დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მო­ად­გილე;

ბ) მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპა­რ­ტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოად­გილე;

დ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მი­სი მოადგილე;

თ) განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპა­რ­ტამენტის ხელმძღვანელი;

ი) საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმ­ძღვანელი, მისი მოადგილე;

კ) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმარ­თვე­ლოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ლ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგ­ზო-უკვ­ლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი;

მ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელ­მ­ძღვა­ნელი და მისი მოადგილე.

მუხლი 12

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში:

ა) პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ბ) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტი­კური ინტეგრა­ცი­ის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგი­ლე;

დ) ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგი­ლე;

ე) ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მი­­სი მოადგილე;

ზ) საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხე­ლ­მ­ძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მი­სი მოადგილე;

ი) პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოა­დგილე;

კ) დიპლომატიური  პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მი­­სი მოადგილე;

ლ) საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

მ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ნ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგი­ლე;

ო) შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

პ) დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანე­ლი, მისი მოადგილე;

ჟ) აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანე­თის ქვეყნე­ბის დეპარ­ტა­მენ­ტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

რ) იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დე­პარ­ტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ს) საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დე­პარ­ტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ტ) საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველოს ხელმძღვანელი;

უ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელ­მძღვანელი და მისი მოადგილე;

ფ) სხვა სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელ­ჩი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული საქართველოს მუდ­მი­ვი წარმომადგენლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებუ­ლი საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ქ) საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები;

ღ) საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩი.

მუხლი 13

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში:

ა) სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვა­ნე­ლი, მისი მოადგილე;

ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგი­ლე;

გ) იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვა­ნელი, მისი მოადგილე;

დ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მო­ა­დ­გი­ლე;

ვ) მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოა­დგილე;

ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვა­ნე­ლი, მისი მოადგილე;

თ) პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მი­სი მოადგილე;

ი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მი­სი მოადგილე;

კ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელ­მძღვა­ნელი და მისი მოადგილე.

მუხლი 14

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში:

ა) სახელმწიფო ვალისა და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის ხელ­მძღვანელი, მისი მოადგილე;

ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოად­გი­ლე;

დ) სამინისტროს ბიუროს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) საბიუჯეტო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) დავების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ი) ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მი­სი მოადგილე;

კ) პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;

ლ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი;

მ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ნ) ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი;

ო) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელ­მ­ძღვანელი და მისი მოადგილე;

პ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – საქართველოს ფი­ნან­­სთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახაზინო სამსახურის ხელ­მძღვანელები, მათი მოადგილეები;

ჟ) შემოსავლების სამსახურის შემადგენლობაში შემავალი საგადა­სახა­დო ორგანოს ხელმძღვანელი.

მუხლი 15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში:

ა) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

ბ) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მი­­სი მოადგილე;

გ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მო­ა­დგილე;

დ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოა­დგილე;

ე) კადრების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოა­დ­გილე;

ვ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ხელმ­ძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მი­სი მოადგილე;

თ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მო­ად­გილე;

ი) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოად­გი­ლე;

კ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძ­ღვან­ელი, მისი მოადგილე;

ლ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მო­ა­დგილე;

მ) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქართველოში (მთა­­ვ­არი სამმართველო) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ნ) სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ხელმ­ძღვა­ნელი;

ო) რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს (დეპარტამენტი) ხელ­მ­ძღვანელი, მისი მოადგილე;

პ) სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ხელმ­ძღვანელი, მისი მოადგილე;

ჟ) ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მი­სი მოადგილე;

რ) კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მი­სი მოადგილე;

ს) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ტ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამ­მარ­თველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

უ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმ­ძღვა­ნელი, მისი მოადგილე;

ფ) საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მი­სი მოადგილე;

ქ)  შიდა აუდიტის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოა­დ­გილე;

ღ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელ­მძღვანელი, მისი მოადგილე;

ყ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელ­მ­ძღვანელი, მისი მოადგილე;

შ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოა­დ­გილე;

ჩ) მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვა­ნე­ლი, მისი მოადგილე;

ც) შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ძ) ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

წ) კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მო­ა­დგილე;

ჭ) სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმ­ძღვა­ნელი, მისი მოადგილე;

ხ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამ­მა­რთველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ჯ) გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოა­დგილე;

ჰ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელ­მ­ძღვანელი, მისი მოადგილე;

1) დეპარტამენტის, ბიუროს, მთავარი სამმართველოს, სამმარ­თვე­ლოს ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათა­ნაბ­რე­­ბული პირები;

2) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასა­ზღვ­რო პოლიციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე.

მუხლი 16

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სა­მი­ნისტროში:

ა) სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

ბ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოად­გილე;

ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტა­მენტის ხელმძღვანელი;

ი) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტა­მენ­ტის ხელმძღვანელი;

კ) შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვ­ა­ნელი, მისი მოადგილე;

ლ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მ)  სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელ­მ­ძღვა­ნელი და მისი მოადგილე.

მუხლი 17

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგი­ლე;

ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვა­ნე­ლი, მისი მოადგილე;

დ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

კ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხე­ლმ­ძღვა­ნელი და მისი მოადგილე;

ლ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დე­­პარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე.

 მუხლი 18

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქ­ტუ­რის სამი­ნისტ­როში:

ა) მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგი­ლე;

გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მი­სი მოადგილე;

ე)  იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპა­რტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვა­ნე­ლი, მისი მოადგილე;

თ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მი­სი მოადგილე;

კ) მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდი­ნირე­ბის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ლ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, მი­სი მოადგილე;

მ)  სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელ­მ­­ძღვა­ნელი და მისი მოადგილე;  

ნ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტო­მო­­ბილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე.

მუხლი 19

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქარ­თვე­ლოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოად­გი­ლე;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართ­ლებ­ი­ვი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსე­თის ავტონომიური ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარ­ტა­მ­ენტის ხელმძღვანელი.

მუხლი 20

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში:

ა) ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დე­პარ­ტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ბ) ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის ხელ­მ­ძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმ­ძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოა­დგი­ლე;

ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვა­ნე­ლი, მისი მოადგილე.

მუხლი 21

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში:

ა) პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

თავი III

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირები

მუხლი 22

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი.

2. საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლე.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

თავი IV

საქართველოს სხვა თანამდებობის პირები

მუხლი 23

საქართველოს პარლამენტში:

ა) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე;

ბ) იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;

გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი;

დ) კვლევითი დეპარტამენტის უფროსი;

ე) საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი;

ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარ­ტა­მენ­ტის უფროსი;

ზ) საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი;

თ) სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი;

ი) საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი;

კ)  საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი;

ლ) საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი;

მ) მანდატურის სამსახურის მანდატურთუხუცესი;

ნ) პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი;

 ო) დეპარტამენტის უფროსები და მათთან გათანაბრებული პირები.

მუხლი 24

საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოში:

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი.

მუხლი 25

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში:

ა) ადმინისტრაციის უფროსი, მისი პირველი მოადგილე და მოა­დგი­ლე;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი;

გ) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, მისი მოა­დგი­ლე;

დ) საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს ხელმძღვანელი;

ე) ადმინისტრაციის უფროსის სამდივნოს ხელმძღვანელი;

ვ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარ­ტა­მენ­ტის ხელმძღვანელი;

თ) პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარ­ტა­­­მენტის ხელმძღვანელი;

კ) ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარ­ტა­მენ­ტის ხელმძღვანელი;

ლ) კორესპონდენციის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმ­ძღვა­ნელი;

ნ) საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ო) სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და მათთან გა­თანა­ბრებული პირები.

 მუხლი 26

სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, მისი მოადგილე.

 მუხლი 27

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში:

ა) გენერალური აუდიტორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე;

ბ) პრეზიდიუმის წევრი;

გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდი­ტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუ­დი­ტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფე­როს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელ­მ­ძღვანელი;

ზ) სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აჭარის ავტონომიურ რეს­­პუბლიკაში;

ი) აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აფხაზეთის ავტონო­მი­ურ რესპუბლიკაში;

კ) ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ნ) ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ო) საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

პ) სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დე­პარტამენტის ხელმძღვანელი.

მუხლი 28

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორ­გა­ნო­ებ­ში:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, საკ­რებულოს კომისიათა თავმჯდომარეები;

ბ) თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოად­გილე, საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოებში:

ა) მუნიციპალიტეტის გამგებელი, მისი მოადგილე;

ბ) თვითმმართველი ქალაქის მერი, მისი  მოადგილე;

გ) ქ. თბილისის რაიონის გამგებელი, მისი  მოადგილე.

მუხლი 29

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში:

ა) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი, მისი მოადგილე;

ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვ­ა­ნე­ლი;

ვ) პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორ­დი­­ნა­ციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურ­თიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მუხლი 30

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგუ­ლი­რებე­ლი ეროვნული კომისიის წევრი, მომხმარებელთა ინტერესების საზოგა­დო­ებ­რივი დამცველი.

2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი, მომ­ხ­მა­რებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი.

3. საქართველოს სახალხო დამცველი.

4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი.

5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მი­სი მოადგილე, კომისიის მდივანი.

6. საგადასახადო ომბუდსმენი და მისი მოადგილე.

მუხლი 31

საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა რელიგიური, კულ­ტურუ­ლი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობები­სათ­ვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.

მუხლი 32

სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ და­ფუძნებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ხელ­მძღვანელი, რომლის წინა წლის ბრუნვა მოგების ყოველწლიური დეკ­ლ­არაციის მიხედვით, აღემატება  ასი ათას ლარს.

მუხლი 33

იმ საწარმოს ხელმძღვანელი, რომლის აქციათა ან წილის 100 პრო­ცენტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორ­განო და რომლის წინა წლის ბრუნვა მოგების ყოველწლიური დეკლარაციის მი­ხედვით, აღემატება ასი ათას ლარს, აგრეთვე, ამ საწარმოს შვილობილი საწა­რმოს (რომლის ბრუნვა მოგების ყოველწლიური დეკლარაციის მიხედ­ვით აღემატება ასი ათას ლარს) ხელმძღვანელი.


51. 29/03/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 178 - ვებგვერდი, 03/04/2019 50. 18/12/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 629 - ვებგვერდი, 27/12/2018 49. 06/11/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 531 - ვებგვერდი, 07/11/2018 48. 31/10/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 508 - ვებგვერდი, 01/11/2018 47. 25/10/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 501 - ვებგვერდი, 26/10/2018 46. 14/09/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 471 - ვებგვერდი, 18/09/2018 45. 03/08/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 395 - ვებგვერდი, 06/08/2018 44. 30/07/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 386 - ვებგვერდი, 31/07/2018 43. 09/07/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 358 - ვებგვერდი, 10/07/2018 42. 31/05/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 285 - ვებგვერდი, 31/05/2018 41. 08/05/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 205 - ვებგვერდი, 11/05/2018 40. 04/05/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 202 - ვებგვერდი, 07/05/2018 39. 19/04/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 191 - ვებგვერდი, 23/04/2018 38. 17/04/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 184 - ვებგვერდი, 18/04/2018 37. 26/03/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 135 - ვებგვერდი, 27/03/2018 36. 07/03/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 119 - ვებგვერდი, 09/03/2018 35. 21/02/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 95 - ვებგვერდი, 22/02/2018 34. 25/01/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 30 - ვებგვერდი, 26/01/2018 33. 08/06/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 279 - ვებგვერდი, 09/06/2017 32. 06/06/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 275 - ვებგვერდი, 07/06/2017 31. 04/05/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 227 - ვებგვერდი, 08/05/2017 30. 31/03/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 170 - ვებგვერდი, 31/03/2017 29. 29/03/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 158 - ვებგვერდი, 30/03/2017 28. 06/02/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 68 - ვებგვერდი, 09/02/2017 27. 03/02/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 61 - ვებგვერდი, 07/02/2017 26. 13/01/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 12 - ვებგვერდი, 17/01/2017 25. 12/01/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 8 - ვებგვერდი, 13/01/2017 24. 29/12/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 601 - ვებგვერდი, 30/12/2016 23. 26/12/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 591 - ვებგვერდი, 29/12/2016 22. 23/12/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 583 - ვებგვერდი, 28/12/2016 21. 23/12/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 571 - ვებგვერდი, 26/12/2016 20. 30/09/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 457 - ვებგვერდი, 04/10/2016 19. 29/09/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 453 - ვებგვერდი, 30/09/2016 18. 16/09/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 441 - ვებგვერდი, 16/09/2016 17. 15/08/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 392 - ვებგვერდი, 15/08/2016 16. 28/07/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 370 - ვებგვერდი, 29/07/2016 15. 30/06/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 284 - ვებგვერდი, 01/07/2016 14. 27/05/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 231 - ვებგვერდი, 31/05/2016 13. 26/02/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 84 - ვებგვერდი, 01/03/2016 12. 22/12/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 642 - ვებგვერდი, 24/12/2015 11. 07/10/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 521 - ვებგვერდი, 08/10/2015 10. 07/10/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 517 - ვებგვერდი, 08/10/2015 9. 24/09/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 505 - ვებგვერდი, 28/09/2015 8. 24/08/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 433 - ვებგვერდი, 25/08/2015 7. 21/08/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 431 - ვებგვერდი, 24/08/2015 6. 03/08/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 396 - ვებგვერდი, 04/08/2015 5. 19/06/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 277 - ვებგვერდი, 19/06/2015 4. 20/04/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 173 - ვებგვერდი, 22/04/2015 3. 09/03/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 99 - ვებგვერდი, 11/03/2015 2. 25/12/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 702 - ვებგვერდი, 26/12/2014 1. 11/06/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 374 - ვებგვერდი, 12/06/2014