დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 84 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320050.10.003.019148 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/02/2014, 010320050.10.003.017758) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობრივი რეესტრის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში: ა) მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის ხელმძღვანელი; ბ) რეგულირების გავლენისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის სამმართველოს ხელმძღვანელი; გ) ეკონომიკური ზრდის ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; დ) ეკონომიკური ზრდის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ვ) აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი; ზ) ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი; თ) მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი; ი) ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი; კ) საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ლ) ინდუსტრიული და მომსახურების დარგების კვლევის სამმართველოს ხელმძღვანელი; მ) კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ნ) საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ო) ქვეყნის ბრენდის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი; პ) ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ჟ) კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; რ) საკანონმდებლო ბაზის განვითარების კოორდინაციის სამმართველოს ხელმძღვანელი; ს) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ტ) საკანონმდებლო ინიციატივების ლობირების და კანონის იმპლემენტაციის სამმართველოს ხელმძღვანელი; უ) მდგრადი განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელი; ფ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ქ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელი; ღ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ყ) პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; შ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ჩ) სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევების ბიუროს ხელმძღვანელი; ც) დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს ხელმძღვანელი; ძ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; წ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები