დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 395 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320050.10.003.020711 |
|
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/02/2014, 010320050.10.003.017758) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის („იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“) 151 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 151 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში: ა) სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, სამსახურის უფროსის მოადგილე; ბ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე; გ) ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე; დ) სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ვ) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; თ) ოპერატიული ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ი) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; კ) სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ლ) ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; მ) კადრების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ნ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ო) სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შემავალი მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები; პ) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები