დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 386 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 30/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010320050.10.003.020702 |
|
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/02/2014, 010320050.10.003.017758) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის („იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში: ა) ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ბ) რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; დ) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ვ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; თ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე − სამმართველოს უფროსი; ი) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; კ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის ხელმძღვანელი; ლ) საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; მ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ნ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი; ო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები