დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 441 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 26/09/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320050.10.003.019506 |
|
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/02/2014, 010320050.10.003.017758) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობრივი რეესტრის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში: ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; დ) თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ვ) ფინანსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; თ) თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის ხელმძღვანელი; ი) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; კ) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ლ) ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; მ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ნ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ო) დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; პ) სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ჟ) სამინისტროს დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოების, სამმართველოებისა და სამსახურების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 26 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები