დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 453 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320050.10.003.019518 |
|
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/02/2014, 010320050.10.003.017758) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობრივი რეესტრის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში: ა) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; დ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ვ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; თ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ი) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; კ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ლ) ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; მ) საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ნ) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ო) ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; პ) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ჟ) კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; რ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ს) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ტ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; უ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ფ) ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ქ) მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ღ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მთავარი სამმართველოს/სამმართველოს ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები; ყ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების სამმართველოს ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები; შ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები