დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 277 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320050.10.003.018662 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და პატიმრობის კოდექსის 1251 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/02/2014, 010320050.10.003.017758) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობრივი რეესტრის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; დ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ვ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; თ) პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე; ი) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; კ) ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ლ) შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი; მ) პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი; ნ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მთავარი სამმართველოსა და სამმართველოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები