დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 95 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320050.10.003.020410 |
|
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/02/2014, 010320050.10.003.017758) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება):
1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში 1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) მინისტრის აპარატის უფროსი; ბ) კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორი; გ) ხელოვნების დეპარტამენტის დირექტორი, მოადგილე; დ) სპორტის დეპარტამენტის დირექტორი, მოადგილე; ე) განათლების სამსახურის უფროსი; ვ) სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი; ზ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, მოადგილე; თ) იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, მოადგილე; ი) ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, მოადგილე; კ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი; ლ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი, მოადგილე. 2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამმართველოს უფროსი.“. 2. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები