დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 571 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320050.10.003.019638 |
|
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 13/02/2014, 010320050.10.003.017758) დამტკიცებული თანამდებობრივი რეესტრის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში: ა) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; დ) გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ვ) ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ზ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი; თ) ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი; კ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ლ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი; მ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები