დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 433 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/08/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320050.10.003.018819 |
|
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13.02.2014, 010320050.10.003.017758) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობრივი რეესტრის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; დ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ვ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ი) პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე; კ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ლ) ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; მ) შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი; ნ) პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი; ო) ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი; პ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მთავარი სამმართველოსა და სამმართველოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები