დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 170 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320050.10.003.019879 |
|
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/02/2014, 010320050.10.003.017758) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობრივი რეესტრის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14 საქართველოს ფინანსთა სამინისტროში: ა) სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე; სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – სამმართველოს უფროსი; ბ) იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე; გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე; ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – სამმართველოს უფროსი; დ) საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე; საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – სამმართველოს უფროსი; ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე; ვ) სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე; ზ) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე; თ) მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე; ი) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე; საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – სამმართველოს უფროსი; კ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი; ლ) დავების განხილვის სამსახურის უფროსი, მისი მოადგილე; მ) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სფეროში რისკების ანალიზის სამსახურის უფროსი; ნ) ფისკალური რისკების მართვის სამმართველოს უფროსი; ო) სტრუქტურული რეფორმების სამმართველოს უფროსი; პ) სახელმწიფო ინვესტიციებისა და საბიუჯეტო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების სამმართველოს უფროსი; ჟ) გადასახადის გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი; რ) სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი; ს) შემოსავლების ადმინისტრირების ხარისხის შეფასებისა და განვითარების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი; ტ) დაფინანსების შესაძლებლობების გამოვლენის სამმართველოს უფროსი; უ) სახელმწიფო საშინაო ვალის ინსტრუმენტების განვითარების სამმართველოს უფროსი; ფ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს უფროსი; ქ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სახაზინო სამსახურის და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები; ღ) შემოსავლების სამსახურის შემადგენლობაში შემავალი საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები