„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 591
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 03/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 03/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 010320050.10.003.019658
591
26/12/2016
ვებგვერდი, 29/12/2016
010320050.10.003.019658
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №591

2016 წლის 26 დეკემბერი

   ქ. თბილისი

„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებით  (www.matsne.gov.ge, 13/02/2014, 010320050.10.003.017758) დამტკიცებული თანამდებობრივი რეესტრის მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში:

ა) აპარატის (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) ევროინტეგრაციის და რეფორმების ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ი) შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

კ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ლ)  სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი; 

მ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 3 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი