დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 531 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/11/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/12/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320050.10.003.020848 |
|
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/02/2014, 010320050.10.003.017758) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის („იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში: ა) ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ბ) რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; დ) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ვ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; თ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე − სამმართველოს უფროსი; ი) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; კ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ლ) საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; მ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ნ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი; ო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 დეკემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები