დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 139 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 12/02/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010320050.10.003.017758 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (13/02/2014 - 11/06/2014)
|
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი (დანართის შესაბამისად), რომელთათვისაც სავალდებულოა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება. |
მუხლი 2 |
შესაბამისი საჯარო დაწესებულების საკადრო სამსახურის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდეგში – საჯარო სამსახურის ბიურო) წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. |
მუხლი 3 |
შესაბამისი საჯარო დაწესებულების საკადრო სამსახურის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია სადეკლარაციო თანამდებობის შეცვლის ან შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმების, აგრეთვე, საჯარო დაწესებულების სტრუქტურაში ცვლილების ან დამატების შეტანის შემთხვევაში, სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა წერილობით აცნობოს საჯარო სამსახურის ბიუროს. |
მუხლი 4 |
საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია წარდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით, დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის ბიურო. |
მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება
|
თავი I
საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები მუხლი 1 1. საქართველოს პრეზიდენტი. 2. საქართველოს პარლამენტის წევრი. 3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრი. 4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები. 5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები. თავი II საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირები მუხლი 2 1. საქართველოს მინისტრის მოადგილე. 2. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. 3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელების მოადგილეები. 4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები და მათი მოადგილეები. 5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები. მუხლი 3 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში: ა) ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; დ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ვ) ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; თ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ი) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; კ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ლ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელი; მ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. მუხლი 4 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში: ა) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; დ) გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ვ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ზ) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი; თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი; ი) წყლის რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი; კ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი; ლ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი; მ) კლიმატის ცვლილების სამსახურის ხელმძღვანელი; ნ) ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი; ო) ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი; პ) მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის ხელმძღვანელი; ჟ) სატყეო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი; რ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ს) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე. მუხლი 5 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში: ა) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ბ) ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; დ) სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ვ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; თ) მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ი) კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი; კ) ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ლ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; მ) ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ნ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ო) საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; პ) სამინისტროს სამდივნოს (სამმართველო) ხელმძღვანელი; ჟ) პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; რ) ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ს) სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევების ბიუროს ხელმძღვანელი; ტ) საპენსიო რეფორმის სამსახურის ხელმძღვანელი; უ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. მუხლი 6 საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში: ა) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი; ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; დ) საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ე) ენერგეტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ვ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; თ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ი) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; კ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. მუხლი 7 საქართველოს თავდაცვის სამინისტროში: ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; დ) თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ვ) ფინანსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; თ) თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) ხელმძღვანელი; ი) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; კ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ლ) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; მ) ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ნ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ო) რეფორმების კოორდინაციის სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; პ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ჟ) პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; რ) საქმისწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ს) პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ტ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; უ) სამინისტროს დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე, მათთან გათანაბრებული პირები. მუხლი 8 საქართველოს იუსტიციის სამინისტროში: ა) ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; დ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ვ) არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; თ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ი) სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; კ) ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ლ) პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; მ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ნ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ო) საქართველოს მთავარი პროკურორი, მისი მოადგილეები, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის, სამსახურის ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები. მუხლი 9 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში: ა) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი; ბ) ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; დ) საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ვ) კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; თ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ი) ანალიტიკური დეპარატამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; კ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. მუხლი 10 საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში: ა) სამინისტროს აპარატის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; დ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ვ) ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. მუხლი 11 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში: ა) დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ბ) მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; დ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ვ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; თ) განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ი) საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; კ) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ლ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი; მ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. მუხლი 12 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში: ა) პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ბ) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; დ) ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ვ) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; თ) საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ი) პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; კ) დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ლ) საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; მ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ნ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ო) შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; პ) დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ჟ) აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; რ) იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ს) საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ტ) საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველოს ხელმძღვანელი; უ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ფ) სხვა სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ქ) საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები; ღ) საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩი. მუხლი 13 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში: ა) სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; დ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ვ) მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; თ) პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; კ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. მუხლი 14 საქართველოს ფინანსთა სამინისტროში: ა) სახელმწიფო ვალისა და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; დ) სამინისტროს ბიუროს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) საბიუჯეტო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ვ) დავების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; თ) საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ი) ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; კ) პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი; ლ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი; მ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ნ) ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი; ო) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; პ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახაზინო სამსახურის ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები; ჟ) შემოსავლების სამსახურის შემადგენლობაში შემავალი საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი. მუხლი 15 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში: ა) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი; ბ) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; დ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) კადრების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ვ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; თ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ი) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; კ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ლ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; მ) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქართველოში (მთავარი სამმართველო) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ნ) სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელი; ო) რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; პ) სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ჟ) ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; რ) კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ს) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ტ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; უ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ფ) საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ქ) შიდა აუდიტის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ღ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ყ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; შ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ჩ) მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ც) შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ძ) ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; წ) კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ჭ) სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ხ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ჯ) გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ჰ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ჰ1) დეპარტამენტის, ბიუროს, მთავარი სამმართველოს, სამმართველოს ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები; ჰ2) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე. მუხლი 16 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში: ა) სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი; ბ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; დ) სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ე) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; თ) საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ი) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; კ) შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ლ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი; მ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. მუხლი 17 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; დ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ვ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; თ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ი) შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; კ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ლ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე. მუხლი 18 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში: ა) მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი; ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; დ) რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ვ) თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; თ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; კ) მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ლ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; მ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ნ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე. მუხლი 19 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მუხლი 20 ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში: ა) ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ბ) ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე. მუხლი 21 დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში: ა) პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ბ) ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თავი III საქართველოს სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირები მუხლი 22 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი. 2. საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლე. 3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. თავი IV საქართველოს სხვა თანამდებობის პირები მუხლი 23 საქართველოს პარლამენტში: ა) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე; ბ) იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი; დ) კვლევითი დეპარტამენტის უფროსი; ე) საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი; ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი; ზ) საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი; თ) სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; ი) საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი; კ) საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; ლ) საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი; მ) მანდატურის სამსახურის მანდატურთუხუცესი; ნ) პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი; ო) დეპარტამენტის უფროსები და მათთან გათანაბრებული პირები. მუხლი 24 საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოში: საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი. მუხლი 25 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში: ა) ადმინისტრაციის უფროსი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე; ბ) საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი; გ) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, მისი მოადგილე; დ) საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს ხელმძღვანელი; ე) ადმინისტრაციის უფროსის სამდივნოს ხელმძღვანელი; ვ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; თ) პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ი) დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი; კ) ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ლ) კორესპონდენციის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; მ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ნ) საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ო) სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები. მუხლი 26 სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, მისი მოადგილე. მუხლი 27 საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში: ა) გენერალური აუდიტორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე; ბ) პრეზიდიუმის წევრი; გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; დ) საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ე) თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ვ) ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ზ) სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; თ) აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში; ი) აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში; კ) ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ლ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; მ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ნ) ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ო) საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; პ) სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მუხლი 28 1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები; ბ) თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები. 2. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოებში: ა) მუნიციპალიტეტის გამგებელი, მისი მოადგილე; ბ) თვითმმართველი ქალაქის მერი, მისი მოადგილე; გ) ქ. თბილისის რაიონის გამგებელი, მისი მოადგილე. მუხლი 29 საქართველოს მთავრობის კანცელარიაში: ა) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი, მისი მოადგილე; ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; დ) საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ვ) პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ზ) რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მუხლი 30 1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი. 2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი. 3. საქართველოს სახალხო დამცველი. 4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი. 5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, კომისიის მდივანი. 6. საგადასახადო ომბუდსმენი და მისი მოადგილე. მუხლი 31 საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა რელიგიური, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობებისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. მუხლი 32 სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ხელმძღვანელი, რომლის წინა წლის ბრუნვა მოგების ყოველწლიური დეკლარაციის მიხედვით, აღემატება ასი ათას ლარს. მუხლი 33 იმ საწარმოს ხელმძღვანელი, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და რომლის წინა წლის ბრუნვა მოგების ყოველწლიური დეკლარაციის მიხედვით, აღემატება ასი ათას ლარს, აგრეთვე, ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს (რომლის ბრუნვა მოგების ყოველწლიური დეკლარაციის მიხედვით აღემატება ასი ათას ლარს) ხელმძღვანელი. |
დოკუმენტის კომენტარები