დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 285 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320050.10.003.020600 |
|
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/02/2014, 010320050.10.003.017758) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის („იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14 საქართველოს ფინანსთა სამინისტროში: ა) სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე – სამმართველოს ხელმძღვანელი; ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე – სამმართველოს ხელმძღვანელი; დ) საბიუჯეტო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; საბიუჯეტო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე – სამმართველოს ხელმძღვანელი; ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ვ) სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; თ) მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ი) სამინისტროს აპარატის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; სამინისტროს აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე – სამმართველოს ხელმძღვანელი; კ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ლ) დავების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; მ) ფისკალური რისკების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელი; ნ) სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელი; ო) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი; პ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სახაზინო სამსახურისა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები; ჟ) შემოსავლების სამსახურის შემადგენლობაში შემავალი საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები