დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 471 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/09/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/09/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 17/09/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320050.10.003.020787 |
|
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/02/2014, 010320050.10.003.017758) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის („იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“):
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში: ა) ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ბ) ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელი; გ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილეები; დ) სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილეები; ვ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) საბუღალტრო აღრიცხვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები; თ) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილეები; ი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილეები; კ) სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილეები; ლ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილეები; მ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ნ) ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ო) სპორტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილეები; პ) კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ჟ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი.“. 2. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 17 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები