დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 601 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 31/12/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320050.10.003.019668 |
|
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/02/2014, 010320050.10.003.017758) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობრივი რეესტრის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში: ა) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი; ბ) ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) პოპულარიზაციის, რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; დ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ვ) კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ზ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; თ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი,მისი მოადგილე; ი) ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; კ) სამინისტროს შიდა სტრუქტურული ერთეულის − სამმართველოს ხელმძღვანელი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 31 დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები