დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 119 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320050.10.003.020434 |
|
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/02/2014, 010320050.10.003.017758) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება):
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში: 1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ბ) გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; დ) ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ვ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; თ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ი) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; კ) სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ლ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; მ) საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ნ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ო) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; პ) გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე. 2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამმართველოს უფროსი.“. 2. მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 15 მარტიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები