დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 191 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/04/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320050.10.003.020506 |
|
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/02/2014, 010320050.10.003.017758) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის („იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“):
1. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში: ა) პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ბ) ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი; დ) ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ვ) ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; თ) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ი) საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; კ) საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ლ) პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; მ) დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ნ) საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ო) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; პ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ჟ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; რ) მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ს) აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ტ) ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; უ) იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ფ) საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ქ) დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ღ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ყ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; შ) საიდუმლო საქმისწარმოების სამსახურის ხელმძღვანელი; ჩ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ც) მინისტრის სამდივნოს ხელმძღვანელი; ძ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; წ) სხვა სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ჭ) საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელი; ხ) საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩი.“. 2. მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები