განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3531
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 05/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.05.001.004.163
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3531
21/07/2010
სსმ, 47, 05/08/2010
430.050.000.05.001.004.163
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (20/09/2018 - 01/11/2019)

საქართველოს კანონი

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა.

    მუხლი 2. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები

1. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა ხდება შიდა და გარე მექანიზმების საშუალებით.

2. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის გარე მექანიზმებია ავტორიზაცია და აკრედიტაცია.

3. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის შიდა მექანიზმები ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 21. ტერმინთა განმარტება 

1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამ კანონის მიზნებისათვის, აგრეთვე ზოგადი განათლების, პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების სისტემისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო − ინსტრუმენტი, რომელიც ახდენს კვალიფიკაციების სწავლის შედეგების მიხედვით კლასიფიცირებას განათლების ქვესისტემების (ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება, არაფორმალური განათლება) ინტეგრირებისა და კოორდინირების, აგრეთვე კვალიფიკაციის ხარისხის გაუმჯობესების, გამჭვირვალობის, ხელმისაწვდომობისა და განვითარების მიზნით, შრომის ბაზრისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით;

ბ) კვალიფიკაცია − უფლებამოსილი დაწესებულების/დაწესებულებების მიერ სწავლის შედეგის მიღწევის შეფასებისა და დადასტურების ფორმალური შედეგი, რომელიც დასტურდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატით, უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტით – დიპლომით ან ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტით;

გ) სწავლის შედეგი − განაცხადი პირის მიერ მისაღწევი „ცოდნისა და გაცნობიერების“ (სწავლის ან საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფაქტების, პრინციპების, თეორიების, თეორიული და პრაქტიკული მეთოდების ასიმილაციის შედეგი), „უნარის“ (კონკრეტული დავალების შესრულებისა და პრობლემების გადაჭრისათვის შესაბამისი ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა) ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ (ღირებულებებითა და დამოუკიდებლობის შესაბამისი ხარისხით პირის მიერ ცოდნისა და უნარების გამოყენება) შესახებ;

დ) სწავლის სფეროების კლასიფიკატორი − ინსტრუმენტი, რომელიც ახდენს საქართველოში არსებული სწავლის სფეროების კლასიფიცირებას და მათთან შესაბამისი კვალიფიკაციების დაკავშირებას;

ე) ფორმალური განათლება − მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას;

ვ) არაფორმალური განათლება − მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას.

2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს, რომლებიც არ არის განმარტებული ამ მუხლის პირველ პუნქტში, აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.

 საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3437   ვებგვერდი, 05.10.2018წ.

 

თავი II. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის გარე მექანიზმების განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანო

    მუხლი 3. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

1.  განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი).

2. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი მუშაობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტების, სამინისტროს მიერ დამტკიცებული ცენტრის დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) ამტკიცებს ცენტრის დებულებას;

ბ) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებასა (შემდგომში – ავტორიზაციის დებულება) და საფასურს;

გ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას (შემდგომ – აკრედიტაციის დებულება) და საფასურს;

დ) ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს; უფლებამოსილია საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები;

ე) (ამოღებულია - 20.09.2018, №3445);

1) ამტკიცებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურს;

ვ) განსაზღვრავს ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ვადებს ან/და ამ მომსახურების საფასურს;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4790 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5348 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი № 347 – ვებგვერდი, 2 9 .03.2013წ.

საქართველოს 2016 წლის 19  თებერვლის   კანონი  №4784  - ვებგვერდი, 07.03.2016წ.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის   კანონი  №3028  - ვებგვერდი, 11.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 20  სექტემბრის  კანონი №3445  –  ვებგვერდი, 09.10.2018წ.

    მუხლი 4. ცენტრის სამართლებრივი სტატუსი

1. ცენტრი არის ამ კანონით შექმნილი, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2.  ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

3. ცენტრის დირექტორის უფლება-მოვალეობები, ცენტრის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია განისაზღვრება ცენტრის დებულებით.

4. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტრო.

 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის   კანონი  №3028  - ვებგვერდი, 11.07.2018წ.

    მუხლი 5. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები 

1. ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს;

ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას;

1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას;

გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას;

დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას;

ე) (ამოღებულია - 20.09.2018, №3445) ;

ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს;

ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ცენტრი სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციას აწვდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების წესი მტკიცდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

საქართველოს 2016 წლის 27  აპრილის კანონი 5022  - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის   კანონი  №3028  - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 20  სექტემბრის  კანონი №3445  –  ვებგვერდი, 09.10.2018წ.

     მუხლი 6. ცენტრის ქონება და დაფინანსება

1. ცენტრს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება ცენტრის დამოუკიდებელ ბალანსზე.

3. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური;

გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) საჩუქრისა და შემოწირულების სახით მიღებული შემოსავლები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება ცენტრის მიზნების განხორციელებასა და ფუნქციების შესრულებას.

 

თავი III . ავტორიზაცია

    მუხლი 7. ავტორიზაციის მიზანი და შინაარსი. ავტორიზაციის სტანდარტები

1. ავტორიზაცია არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:

ა) საგანმანათლებლო პროგრამებს;

ბ) მატერიალურ რესურსებს;

გ) ადამიანურ რესურსებს.

21. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურას და მართვას;

გ) საგანმანათლებლო პროგრამებს;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს;

ე) სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს;

ვ) კვლევას, განვითარებას ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობას;

ზ) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.

22. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამებს;

გ) პროფესიულ სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს;

დ) ადამიანურ რესურსებს;

ე) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.

3. ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების პირობები და ავტორიზაციის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით.

საქართველოს 2016 წლის 19  თებერვლის   კანონი  №4784  - ვებგვერდი, 07.03.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 20  სექტემბრის  კანონი №3445  –  ვებგვერდი, 09.10.2018წ.

    მუხლი 8. ავტორიზაციას დაქვემდებარებული დაწესებულებები

1. ავტორიზაციას დაქვემდებარებული დაწესებულებებია (შემდგომში – სტატუსის მაძიებელი):

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი.

1 1. ტექნოლოგიური ინსტიტუტი ავტორიზაციას მოიპოვებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სტატუსის მაძიებელმა საავტორიზაციო განაცხადში უნდა მიუთითოს, რომ ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში განახორციელებს:

ა) დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას;

ბ) საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას;

გ) საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას;

დ) საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას;

1) საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას;

2) უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას;

3) მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამას;

ე) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას;

1) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას;

ვ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას;

ზ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამას;

თ) სხვა საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის განხორციელებისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სავალდებულო აკრედიტაცია, ასევე იმ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთაც უკავშირდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.

3. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ საავტორიზაციო განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, აგრეთვე ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაიმატა ცენტრისათვის წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით.

4. ავტორიზაციას არ ექვემდებარება:

ა) სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ისეთ საგანმანათლებლო საქმიანობას:

ა.ა) რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა;

ა.ბ) რომელიც არ არის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი;

ა.გ) რომელიც არც პირდაპირ და არც ირიბად არ უკავშირდება კვალიფიკაციის მიმნიჭებელ საგანმანათლებლო პროგრამას და აქვს დამოუკიდებელი სწავლის შედეგი;

ა.დ) რომელიც არ მთავრდება კვალიფიკაციის მინიჭებით;

ბ) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, პროფესიული მომზადების სფეროში.

5. დაწესებულება, რომელმაც მოიპოვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი სხვა, დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე, უფლებამოსილი არ არის, მოიპოვოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. შესაბამისი უფლების მოპოვების შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს მხოლოდ საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული მომზადების პროგრამები ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამები. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს ნებისმიერი სახის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები, პროფესიული მომზადების პროგრამები ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამები. აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო.

51. დაწესებულება, რომელმაც მოიპოვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ან/და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

6. ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების მოთხოვნათა შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი.

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი № 347 – ვებგვერდი, 2 9 .03.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 25  ნოემბრის კანონი  №4559  - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4585 - ვებგვერდი, 10.12.2015 წ.
საქართველოს 2017 წლის 26  ივლისის   კანონი №1224 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 20  სექტემბრის  კანონი №3445  –  ვებგვერდი, 09.10.2018წ.

    მუხლი 9. სტატუსის მაძიებლის თვითშეფასება

ავტორიზაციის პროცესის პირველი საფეხურია ცენტრის მიერ სტატუსის მაძიებლისთვის წინასწარ მიწოდებული ფორმის მიხედვით სტატუსის მაძიებლის მიერ ჩატარებული თვითშეფასება.

    მუხლი 10. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი

ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად ცენტრი ქმნის შესაბამისად ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფებს, რომელთა შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით. სტატუსის მაძიებელი უფლებამოსილია ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით ისარგებლოს ექსპერტთა აცილების უფლებით.

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი № 347 – ვებგვერდი, 2 9 .03.2013წ.

    მუხლი 11. გადაწყვეტილება ავტორიზაციის თაობაზე

1. ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისად ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოები (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭოები). ავტორიზაციის საბჭოების წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოების წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები, გარდა ამ მუხლის 1 2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ავტორიზაციის საბჭოების უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მათი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.

11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შედგება მუდმივი წევრებისა და მოწვეული წევრებისაგან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობაში მოწვეული წევრები მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს აქვთ ხმის უფლება.

12. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით.

2. ავტორიზაციის საბჭოები საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და შესაბამისი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებენ ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ავტორიზაციის შესახებ;

ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;

გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.

21. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების პროცესის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღების უფლების არანაკლებ 1 წლის ვადით შეზღუდვის შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიღების წესი და პირობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის მაქსიმალური ვადა განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით.

3. ავტორიზაციის საბჭოები ვალდებული არიან დაასაბუთონ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

4. ავტორიზაციის შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.

6. საავტორიზაციო განაცხადის ცენტრისათვის წარდგენის ვადები უნდა იძლეოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის შესაძლებლობას. ცენტრი ვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციის ვადის გასვლამდე 9 თვით ადრე აცნობოს ავტორიზაციის ვადის გასვლის შესახებ.

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი № 347 – ვებგვერდი, 2 9 .03.2013წ.

საქართველოს 2016 წლის 19  თებერვლის   კანონი  №4784  - ვებგვერდი, 07.03.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 23  დეკემბრის   კანონი №1933   ვებგვერდი, 11.01.2018წ.

    მუხლი 12. გადაწყვეტილება ავტორიზაციის შესახებ

1. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება აკმაყოფილებს ავტორიზაციის ყველა სტანდარტს.

2. ავტორიზაციის ვადა 6 წელია.

3. ავტორიზაციის საბჭოები ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით განუსაზღვრავენ მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობებს ავტორიზაციის ვადის განმავლობაში.

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი № 347 – ვებგვერდი, 2 9 .03.2013წ.

საქართველოს 2016 წლის 19  თებერვლის   კანონი  №4784  - ვებგვერდი, 07.03.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 20   სექტემბრის  კანონი №3437   –  ვებგვერდი, 05.10.2018წ.

    მუხლი 13. ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგი

ავტორიზაციის შედეგად საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მოსწავლეები, პროფესიული სტუდენტები, სტუდენტები და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს 2017 წლის 23  დეკემბრის   კანონი №1933   ვებგვერდი, 11.01.2018წ.

    მუხლი 14. გადაწყვეტილება ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს.

    მუხლი 15. ავტორიზაციის პირობების შემოწმება და ავტორიზაციის გაუქმება

1. ცენტრი აკონტროლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულებას. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრონ არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.

2. ავტორიზაციის პირობები მოწმდება ცენტრისათვის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, აგრეთვე ცენტრის ინიციატივით.

21. ცენტრს თვითშეფასების ანგარიში წარედგინება არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ. ცენტრისათვის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე, ცენტრის წარდგინებით მიიღონ გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს ავტორიზაციის სტანდარტს ან საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის, პროფესიული სტუდენტის ან სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით.

4. ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ავტორიზაციის საბჭოების მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5348 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი № 347 – ვებგვერდი, 2 9 .03.2013წ.

საქართველოს 2016 წლის 19  თებერვლის   კანონი  №4784  - ვებგვერდი, 07.03.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 26  ივლისის   კანონი №1224 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.

    მუხლი 16. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგები

 1. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში:

ა) დაწესებულება ვერ მოიპოვებს ან კარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს;

ბ) მოსწავლეებს უფლება აქვთ, გადავიდნენ სხვა შესაბამის დაწესებულებაში;

გ) პროფესიულ სტუდენტებს/სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტატუსი და ისინი უფლებამოსილი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით.

2. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იურიდიული პირი უფლებამოსილია ცენტრს საავტორიზაციო განაცხადი წარუდგინოს ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.

საქართველოს 2016 წლის 19  თებერვლის   კანონი  №4784  - ვებგვერდი, 07.03.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 20  სექტემბრის  კანონი №3445  –  ვებგვერდი, 09.10.2018წ.

    მუხლი 161. საგანმანათლებლო პროგრამის დამატება 

1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრისთვის წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით დაიმატოს აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები ან სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები (გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ვეტერინარის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა).

2. ცენტრისათვის წარსადგენი საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების წესი, პირობები და საფასური განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით.

4. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ გადაწყვეტილება ან საგანმანათლებლო პროგრამის დამატებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრისათვის საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

საქართველოს 2017 წლის 26  ივლისის   კანონი №1224 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 20  სექტემბრის  კანონი №3445  –  ვებგვერდი, 09.10.2018წ.

    მუხლი 162. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდა 

1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრს წარუდგინოს მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადი.

2. ცენტრისათვის წარსადგენი მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის წესი, პირობები და საფასური განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით.

4. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება ან მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრისათვის მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

საქართველოს 2017 წლის 26  ივლისის   კანონი №1224 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.
 

თავი IV. აკრედიტაცია

    მუხლი 17. აკრედიტაციის მიზანი და შინაარსი

1. აკრედიტაციის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების (გარდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებისა) აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის გზით, განათლების ხარისხის ასამაღლებლად საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.

2. სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა) იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელმაც გაიარა აკრედიტაცია ან რომლის აკრედიტაცია განახორციელა ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ.

3. რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე დოქტორანტურის, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურისა, საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.

4. ტექნოლოგიური ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციას გადის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. იმ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, რომლისთვისაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა, დასაშვებია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. (ამოღებულია - 26.07.2017, №1224).

საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №188 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.  

საქართველოს 2015 წლის 25  ნოემბრის კანონი  №4559  - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4585 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 26  ივლისის   კანონი №1224 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 20  სექტემბრის  კანონი №3445  –  ვებგვერდი, 09.10.2018წ.

    მუხლი 18. აკრედიტაციის სტანდარტები

აკრედიტაციის სტანდარტებია:

ა) საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა;

ბ) სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა;

გ) მოსწავლეების/სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა;

დ) სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა;

ე) სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები.

    მუხლი 19. აკრედიტაციის ჩატარება

1. აკრედიტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი.

2. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომ – აკრედიტაციის საბჭო), რომელიც შედგება მუდმივი წევრებისა და მოწვეული წევრებისაგან. აკრედიტაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, გარდა ამ მუხლის 2 2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.

21. აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრები მის საქმიანობაში მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადში მითითებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. აკრედიტაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს აქვთ ხმის უფლება.

22. აკრედიტაციის საბჭოს მუდმივ წევრებსა და მოწვეულ წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს აკრედიტაციის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის, აკრედიტაცია შეიძლება განახორციელოს ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ. აღიარება ხორციელდება აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს 2016 წლის 19  თებერვლის   კანონი  №4784  - ვებგვერდი, 07.03.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 26  ივლისის   კანონი №1224 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 20   სექტემბრის  კანონი №3437   –  ვებგვერდი, 05.10.2018წ.

    მუხლი 20. აკრედიტაციის მაძიებლის თვითშეფასება

აკრედიტაციის პროცესის პირველი საფეხურია ცენტრის მიერ აკრედიტაციის მაძიებლისთვის წინასწარ მიწოდებული ფორმის მიხედვით აკრედიტაციის მაძიებლის მიერ ჩატარებული თვითშეფასება.

    მუხლი 21. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი

აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად ცენტრი ქმნის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით.

    მუხლი 22. გადაწყვეტილება აკრედიტაციის თაობაზე

1. საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების (გარდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებისა) აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო აკრედიტაციის დებულების შესაბამისად, მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ოთხი სახის:

ა) აკრედიტაციის შესახებ;

ბ) პირობითი აკრედიტაციის შესახებ;

გ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ;

დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.

3. საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა იმ საგანმანათლებლო პროგრამისა, რომელსაც დაწესებულება ავტორიზებულ რეჟიმში უწყვეტად ახორციელებს არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში) პირველი აკრედიტაციის ვადა არის 4 წელი. აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციის ვადა, აგრეთვე იმ საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ვადა, რომელსაც დაწესებულება ავტორიზებულ რეჟიმში უწყვეტად ახორციელებს არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში, არის 7 წელი. საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 2 წლისა. ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება.

31. საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად აკმაყოფილებს აკრედიტაციის ყველა სტანდარტს.

3 2. საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციისა და  ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის დებულებით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით, თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს.

33. პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მიღებულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

34. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის საფასურის გადახდიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.

4. სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის ვადები უნდა იძლეოდეს საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის უწყვეტობის შესაძლებლობას.

საქართველოს 2016 წლის 19  თებერვლის   კანონი  №4784  - ვებგვერდი, 07.03.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 23  დეკემბრის   კანონი №1933  ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 20  სექტემბრის  კანონი №3445  –  ვებგვერდი, 09.10.2018წ.

    მუხლი 23. აკრედიტაციის პირობების შემოწმება და აკრედიტაციის გაუქმება

1. ცენტრი აკონტროლებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულებას. აკრედიტაციის პირობების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას/უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.

2. აკრედიტაციის პირობები მოწმდება ცენტრისათვის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, აგრეთვე ცენტრის ინიციატივით.

21. ცენტრს თვითშეფასების ანგარიში წარედგინება არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ. ცენტრისათვის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე, ცენტრის წარდგინებით მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის გაუქმების შესახებ, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს აკრედიტაციის პირობებს.

4. აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება აკრედიტაციის საბჭოს მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5348 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.  

საქართველოს 2016 წლის 19  თებერვლის   კანონი  №4784  - ვებგვერდი, 07.03.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 26  ივლისის   კანონი №1224 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 20  სექტემბრის  კანონი №3445  –  ვებგვერდი, 09.10.2018წ.

    მუხლი 24. აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგები

აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კარგავს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლებას;

ბ) ის სტუდენტი, რომელიც სწავლობდა სახელმწიფო დაფინანსებით, უფლებამოსილია გადავიდეს სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების დარჩენილი ოდენობა გადაიტანოს ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წყვეტს რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას. ამ შემთხვევაში სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტუდენტის სტატუსი და უფლებამოსილი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით.

თავი IV1. დავის განმხილველი ორგანო

საქართველოს 2016 წლის 19  თებერვლის   კანონი  №4784  - ვებგვერდი, 07.03.2016წ.  

    მუხლი 241. სააპელაციო საბჭო

1. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტითა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საბჭოში ან/და სასამართლოში.

2. სააპელაციო საბჭოს წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სააპელაციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, ავტორიზაციის საბჭოს წევრი ან აკრედიტაციის საბჭოს წევრი. სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებითა და აკრედიტაციის დებულებით, რომლებითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან. მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს საჩივრის სააპელაციო საბჭოსთვის წარდგენისა და განხილვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები.

3. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ორი სახის:

ა) ავტორიზაციის საბჭოს/აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ;

ბ) ავტორიზაციის საბჭოსათვის/აკრედიტაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.

4. ავტორიზაციის საბჭოს/აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების სააპელაციო საბჭოში ან/და სასამართლოში გასაჩივრება არ იწვევს ამ გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას.

საქართველოს 2016 წლის 19  თებერვლის   კანონი  №4784  - ვებგვერდი, 07.03.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 20   სექტემბრის  კანონი №3437   –  ვებგვერდი, 05.10.2018წ.

მუხლი 242. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და მისი მიზნები 

1. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო შედგება 8 დონისაგან. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თითოეული დონე არის კვალიფიკაციის სირთულის განმსაზღვრელი ელემენტი, რომელიც აერთიანებს „ცოდნითა და გაცნობიერებით“, „უნარით“ და „პასუხისმგებლობითა და ავტონომიურობით“ აღწერილ, განზოგადებულ სწავლის შედეგებს − აღმწერებს.

2. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მიზნებია:

ა) კვალიფიკაციების ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ძირითადი პრინციპების (სწავლის შედეგების შესაბამისობა, ხარისხის უზრუნველყოფა, კვალიფიკაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა) დაცვით კლასიფიცირება;

ბ) ზოგადი განათლების, პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების ურთიერთდაკავშირება, მართვა და განვითარება;

გ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა;

დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მხარდაჭერა;

ე) კვალიფიკაციების შეთავსებადობის, შესადარობისა და გამჭვირვალობის საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფა;

ვ) მობილობის ხელშეწყობა;

ზ) სწავლის პერიოდში მიღებული ფორმალური განათლების აღიარების ხელშეწყობა;

თ) არაფორმალური განათლების აღიარების ხელშეწყობა;

ი) არსებული კვალიფიკაციების შესახებ საზოგადოების ინფორმირება;

კ) განათლების სისტემაში საზოგადოების მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების ასახვა და მათი შესაბამისი, განახლებადი კვალიფიკაციების აღწერის სტიმულირება.

საქართველოს 2018 წლის 20   სექტემბრის  კანონი №3437   –  ვებგვერდი, 05.10.2018წ.

მუხლი 243. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დამტკიცება, მართვა და განვითარება 

1. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

2. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესებს, აგრეთვე არაფორმალური განათლების აღიარების პროცედურებსა და წესს ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

საქართველოს 2018 წლის 20   სექტემბრის  კანონი №3437   –  ვებგვერდი, 05.10.2018წ.

მუხლი 244. სწავლის სფეროების კლასიფიკატორი 

1. სწავლის სფეროების კლასიფიკატორი ახდენს საქართველოში არსებული სწავლის სფეროების კლასიფიცირებას და განსაზღვრავს სწავლის თითოეულ სფეროში მისანიჭებელ კვალიფიკაციას.

2. სწავლის სფეროების კლასიფიკატორს ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

3. სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესს ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს 2018 წლის 20   სექტემბრის  კანონი №3437   –  ვებგვერდი, 05.10.2018წ.

 

თავი V. ცენტრის უფლებამოსილება საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და მიღებული განათლების აღიარების მიმართულებით

       მუხლი 25. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება 

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. 

საქართველოს 2016 წლის 27  აპრილის კანონი  5022  - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

მუხლი 251 . საქართველოში მიღებული განათლების აღიარება

1. ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას.

2. ცენტრი უფლებამოსილია გასცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი.

3. სამინისტრო უფლებამოსილია დააწესოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გაცემის საფასური.

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5348 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5639 - ვებგვერდი, 09.01.2012წ.

საქართველოს 2016 წლის 1  დეკემბრის კანონი  №52  - ვებგვერდი, 15.12.2016წ.

საქართველოს 2018 წლის 20  სექტემბრის  კანონი №3445  –  ვებგვერდი, 09.10.2018წ.

    მუხლი 26. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება

უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს:

ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება);

ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა).

 

თავი VI. (ამოღებულია)

საქართველოს 2018 წლის 20  სექტემბრის  კანონი №3445  –  ვებგვერდი, 09.10.2018წ.

    მუხლი 27. (ამოღებულია)

საქართველოს 2018 წლის 20  სექტემბრის  კანონი №3445  –  ვებგვერდი, 09.10.2018წ.

    მუხლი 28. (ამოღებულია)

საქართველოს 2018 წლის 20  სექტემბრის  კანონი №3445  –  ვებგვერდი, 09.10.2018წ.

    მუხლი 29. (ამოღებულია)

საქართველოს 2018 წლის 20  სექტემბრის  კანონი №3445  –  ვებგვერდი, 09.10.2018წ.

 

თავი VII. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის ზოგადი პრინციპები

    მუხლი 30. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური

1. საფასური არის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის სამინისტროს აქტით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

2. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით.

3. საფასური ჩაირიცხება ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5348 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

    მუხლი 31. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა, მომსახურებისათვის დაწესებული ვადის ათვლა და გადახდილი საფასურის დაბრუნება

1. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ვადები და საფასურის განაკვეთები განისაზღვრება სამინისტროს აქტით.

2. დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სამინისტროს აქტით დადგენილი საფასური.

3. სამინისტროს აქტით მომსახურებისათვის დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღიდან და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო სამუშაო დღე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება სამინისტროს აქტით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურების გაწევაზე.

5. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი განისაზღვრება სამინისტროს აქტით.

 

თავი VIII. გარდამავალი დებულებები

    მუხლი 32. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

1. საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 15 სექტემბრამდე უზრუნველყოს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის 15 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების დამტკიცება, ხოლო 2011 წლის 1 მარტამდე – ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების დამტკიცება.

3. საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2011 წლის 1 მარტამდე უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

4. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრად. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლე.

5. განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლედ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლიცენზირების, ლეგალიზაციისა და აპოსტილის სამმართველოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის ნაწილში.

6. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. ამ ღონისძიებების დასრულებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლიცენზირების, ლეგალიზაციისა და აპოსტილის სამმართველოს ფუნქციებს – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

მუხლი 321. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია

   საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ამ კანონის საფუძველზე დაფუძნებული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2015 წლის 1 იანვრამდე ითვლება ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულად. 2015 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები  ექვემდებარება ავტორიზაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №188 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.

   მუხლი 322. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელახალი ავტორიზაცია და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია 

1. იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2011–2015 წლებში, ავტორიზაციის 5-წლიანი ვადა გაუგრძელდეს 1 წლით.

2. 2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები ჩაითვალოს აკრედიტებულად საქართველოს მთავრობის განკარგულებით ამ საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციისათვის დადგენილი ეტაპების შესაბამისად. 2017 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვროს 2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების 2018–2022 წლებში ხელახალი აკრედიტაციის ეტაპები „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/ სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალით“ (დანართი №4) გათვალისწინებული მიმართულებების მიხედვით.

3. 2018 წლის 1 იანვრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის პირობების შემოწმება განხორციელდეს 2016 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად.

საქართველოს 2016 წლის 19  თებერვლის   კანონი  №4784  - ვებგვერდი, 07.03.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 26  ივლისის   კანონი №1224 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.

    მუხლი 323. 2010 წლის 1 სექტემბრის შემდეგ მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია 

დაუშვებელია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია, თუ განათლება მიღებულია ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2010 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.

საქართველოს 2016 წლის 27  აპრილის კანონი  5022  - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
 

თავი IX. დასკვნითი დებულება

    მუხლი 33. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                          მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 21 ივლისი.

№3531–რს

30. 27/06/2024 - საქართველოს კანონი - 4300-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 04/07/2024 29. 27/06/2024 - საქართველოს კანონი - 4366-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 03/07/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 28. 15/05/2024 - საქართველოს კანონი - 4164-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 21/05/2024 27. 15/05/2024 - საქართველოს კანონი - 4161-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 21/05/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3960-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 25/12/2023 25. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3836-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 24. 10/11/2023 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/7/1528 - ვებგვერდი, 15/11/2023 23. 28/06/2023 - საქართველოს კანონი - 3304-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 17/07/2023 22. 30/03/2022 - საქართველოს კანონი - 1464-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 06/04/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 21. 16/03/2022 - საქართველოს კანონი - 1429-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/03/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 20. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 350-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 19. 12/06/2020 - საქართველოს კანონი - 6289-IIს - ვებგვერდი, 15/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 12/06/2020 - საქართველოს კანონი - 6284-IIს - ვებგვერდი, 15/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 13/12/2019 - საქართველოს კანონი - 5568-Iს - ვებგვერდი, 19/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 01/11/2019 - საქართველოს კანონი - 5278-Iს - ვებგვერდი, 04/11/2019 15. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3445-Iს - ვებგვერდი, 09/10/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3437-Iს - ვებგვერდი, 05/10/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3028-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 12. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1933-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 26/07/2017 - საქართველოს კანონი - 1224-რს - ვებგვერდი, 28/07/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 01/12/2016 - საქართველოს კანონი - 52-Iს - ვებგვერდი, 15/12/2016 9. 27/04/2016 - საქართველოს კანონი - 5022-IIს - ვებგვერდი, 13/05/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 19/02/2016 - საქართველოს კანონი - 4784-IIს - ვებგვერდი, 07/03/2016 7. 27/11/2015 - საქართველოს კანონი - 4585-Iს - ვებგვერდი, 10/12/2015 6. 25/11/2015 - საქართველოს კანონი - 4559-Iს - ვებგვერდი, 08/12/2015 5. 20/03/2013 - საქართველოს კანონი - 347-IIს - ვებგვერდი, 29/03/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 28/12/2012 - საქართველოს კანონი - 188-რს - ვებგვერდი, 29/12/2012 3. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5639-რს - ვებგვერდი, 09/01/2012 2. 25/11/2011 - საქართველოს კანონი - 5348-IIს - ვებგვერდი, 111206010, 06/12/2011 1. 17/06/2011 - საქართველოს კანონი - 4790-Iს - ვებგვერდი, 110628019, 28/06/2011