დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1429-VIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/03/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/03/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.05.001.020527 |
|
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 21 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერი − უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესის მიზნებისთვის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მიხედვით კლასიფიცირებული, შინაარსობრივად (პროგრამის შინაარსი, სწავლის მიზნები და შედეგები) დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამები (გარდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ48“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა და იმავე კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა). საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერად დაჯგუფების წესი და პირობები განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით (შემდგომ – აკრედიტაციის დებულება).“. 2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამტკიცებს აკრედიტაციის დებულებასა და აკრედიტაციის საფასურს;“. 3. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ ქვეპუნქტი: „ბ2) ავტორიზაციის დებულებითა და აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესისა და პროცედურების შესაბამისად ახორციელებს უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ შეფასებას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებას;“. 4. მე-8 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ საავტორიზაციო განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, აგრეთვე ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში ამ საგანმანათლებლო დაწესებულებამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიმატა.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.“. 5. მე-11 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ავტორიზაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ცენტრისთვის ოფიციალურად წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საავტორიზაციო განაცხადის ცენტრისთვის წარდგენის ვადები უნდა იძლეოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის შესაძლებლობას. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციის ვადის გასვლამდე არაუადრეს 1 წლისა და არაუგვიანეს 9 თვისა აცნობოს ავტორიზაციის ვადის გასვლის შესახებ.“. 6. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგი 1. ავტორიზაციის შედეგად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მოსწავლეები, პროფესიული სტუდენტები და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. ავტორიზაციის შედეგად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს სტუდენტები და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 7. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იურიდიული პირი უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულების იმავე სტატუსის მოსაპოვებლად ცენტრს საავტორიზაციო განაცხადი წარუდგინოს ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.“. 8. 161 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრისთვის წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით დაიმატოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები ან სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები.“. 9. მე-17 მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა) იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია ან რომლის აკრედიტაცია განახორციელა ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ, ამასთანავე, ამ ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაცია აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით ცენტრის მიერაა აღიარებული. 3. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულების მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა), ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება მხოლოდ მის მიერ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაშია შესაძლებელი.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება შესაძლებელია მის მიერ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 10. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. აკრედიტაციის მაძიებლის მიერ თვითშეფასების ჩატარება და დოკუმენტაციის სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა 1. აკრედიტაციის პროცესის პირველი საფეხურია ცენტრის მიერ აკრედიტაციის მაძიებლისთვის წინასწარ მიწოდებული ფორმის მიხედვით აკრედიტაციის მაძიებლის მიერ თვითშეფასების ჩატარება. 2. ცენტრი 7 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს აკრედიტაციის მაძიებლის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამებისთვის წარდგენილ თვითშეფასებას და მისთვის დართული დოკუმენტაციის აკრედიტაციის დებულებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.“. 11. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება 1. საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა) აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო აკრედიტაციის დებულების შესაბამისად, მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება იყოს 4 სახის: ა) აკრედიტაციის შესახებ; ბ) პირობითი აკრედიტაციის შესახებ; გ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ; დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ. 3. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადა 7 წელია. საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ცენტრს სააკრედიტაციოდ წარედგინა იმ კალენდარული წლის განმავლობაში, როდესაც აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს ხელახალი აკრედიტაციის გავლა არ უწევს, აკრედიტაცია ენიჭება ამ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მომდევნო ვადამდე. 4. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან მიმართებით ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას აკრედიტაციის საბჭო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს აკრედიტაციის ვადის განმავლობაში სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას. 5. საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 4 წლისა. საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ცენტრს სააკრედიტაციოდ წარედგინა იმ კალენდარული წლის განმავლობაში, როდესაც აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს ხელახალი აკრედიტაციის გავლა არ უწევს, პირობითი აკრედიტაცია ენიჭება ამ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მომდევნო ვადამდე, მაგრამ არაუმეტეს 4 წლისა. 6. საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მიღებულ იქნეს ზედიზედ ორჯერ. 7. ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება. 8. საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით, თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ან/და მეტწილად აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს. 9. საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით, თუ საგანმანათლებლო პროგრამა ნაწილობრივ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტს. 10. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ცენტრისთვის ოფიციალურად წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში. 11. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება სასწავლო წლის განმავლობაში იქნება მიღებული, აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია, შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობისა და მოსწავლეების/სტუდენტების კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის უწყვეტობის მიზნით, აკრედიტაციის დარჩენილი ვადის მიუხედავად, სათანადო გადაწყვეტილებით მოსწავლეებს/სტუდენტებს მიმდინარე სასწავლო წელი შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტებულ რეჟიმში დაასრულებინოს და აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ან ხელახალ აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღად არაუგვიანეს მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების თარიღი მიუთითოს. 12. სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის ვადები უნდა იძლეოდეს საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის უწყვეტობის შესაძლებლობას.“. 12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი: „მუხლი 221. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ავტორიზაციის საბჭოს მიერ მისთვის დადგენილი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში ცენტრს წარუდგინოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადი. 2. ცენტრისთვის წარსადგენი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის წესი, პირობები და საფასური განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით. 4. აკრედიტაციის საბჭო სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას ან სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ცენტრისთვის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.“. 13. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. აკრედიტაციაზე უარის თქმის, აკრედიტაციის გაუქმების ან აკრედიტაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში: ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეზღუდება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების/აბიტურიენტების/ მაგისტრანტობის კანდიდატების/დოქტორანტობის კანდიდატების მიღების უფლება, რომელთა აკრედიტაციაზედაც უარი ეთქვა, აკრედიტაცია გაუუქმდა ან აკრედიტაციის ვადა გაუვიდა; ბ) სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობს, უფლებამოსილია ამ კანონის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადით (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) სწავლა გააგრძელოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, გადავიდეს სხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების დარჩენილი ოდენობა ამ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაიტანოს; გ) სტუდენტს, რომელიც აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადის (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) გასვლიდან, აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ ან აკრედიტაციის გაუქმების შესახებ აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადით უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით; დ) აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით; ე) მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევაში სტუდენტს აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე უფლება აქვს, მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებამდე სწავლა გააგრძელოს იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება. სტუდენტს მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებიდან 5 წლის ვადით უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით. 3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ხელახალ აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში: ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აგრძელებს ამ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ავტორიზებულ რეჟიმში განხორციელებას; ბ) მოსწავლე უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს იმავე ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაზე ან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაზე.“. 14. 322 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4−მე-9 პუნქტები: „4. 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები ჩაითვალოს აკრედიტებულად მინისტრის ბრძანებით ამ საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციისთვის დადგენილი ეტაპების შესაბამისად. 2022 წლის 1 ივლისამდე მინისტრის ბრძანებით განისაზღვროს 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების მიერ 2022–2028 წლებში ხელახალი აკრედიტაციის გავლის ეტაპები სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული სწავლის სფეროების მიხედვით. 5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით არააკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი სწავლის სფეროსთვის განსაზღვრული აკრედიტაციის ვადის გასვლამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის არააკრედიტებულ რეჟიმში განხორციელება დაუშვებელია. 6. 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელთაც მიმდინარე აკრედიტაციის ვადა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ბრძანებით ხელახალი აკრედიტაციისთვის განსაზღვრული ეტაპის ვადის გასვლიდან 2 წლის შემდეგ ეწურება, ჩაითვალოს აკრედიტებულად ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი შესაბამისი სწავლის სფეროსთვის განსაზღვრული აკრედიტაციის მომდევნო ვადის გასვლამდე. 7. 2022 წლის 1 ივლისამდე მინისტრის ბრძანებით განისაზღვროს ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი. 8. ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ვადები არ ვრცელდება 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით მოქმედ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლებსაც მინიჭებული აქვს პირობითი აკრედიტაცია. 9. ამ მუხლის მე-4−მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ვადები არ ვრცელდება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის აკრედიტაცია განახორციელა ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ, ამასთანავე, ამ ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაცია აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით ცენტრის მიერაა აღიარებული.“. მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებები განახორციელოს ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვისა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 22-ე მუხლის მე-3−მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 22-ე მუხლის მე-3−მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივლისიდან. |
თბილისი, 16 მარტი 2022 წ. N1429-VIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები