„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5348-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111206010, 06/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.016492
  • Word
5348-IIს
25/11/2011
ვებგვერდი, 111206010, 06/12/2011
430050000.05.001.016492
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს კანონი

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1“ ქვეპუნქტი:

 „1) ამტკიცებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურს;“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

) „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) ახორციელებსახელმძღვანელოების ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობის დადგენა, შეფასება და სახელმძღვანელოებისათვის გრიფების მინიჭება;“;

ბ) „ე2“ ქვეპუნქტი:

„ე2) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივ სისწორეს;“.

3. მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრი აკონტროლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულებას. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არა უმეტეს 15 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.

2. ავტორიზაციის პირობები მოწმდება ყოველწლიურად ცენტრში თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, ასევე ცენტრის ინიციატივით.“.

4. 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრი აკონტროლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულებას. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არა უმეტეს 15 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.

2. აკრედიტაციის პირობები მოწმდება ყოველწლიურად ცენტრში თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, ასევე ცენტრის ინიციატივით.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 მუხლი:

     „მუხლი 251. საქართველოში მიღებული განათლების აღიარება

1. ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1993 წლამდე მიღებული უმაღლესი განათლების, საქართველოში ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, ასევე ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების − დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას.

2. ცენტრი უფლებამოსილია გასცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი − პროფესიული დიპლომი/დიპლომი.

3. სამინისტრო უფლებამოსილია დააწესოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გაცემის საფასური.“.

6. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საფასური არის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის სამინისტროს აქტით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 25 ნოემბერი.

№5348–II