„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1464-VIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.020540
1464-VIIIმს-Xმპ
30/03/2022
ვებგვერდი, 06/04/2022
430050000.05.001.020540
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 21 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერი − უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესის მიზნებისთვის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მიხედვით კლასიფიცირებული, შინაარსობრივად (პროგრამის შინაარსი, სწავლის მიზნები და შედეგები) დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამები (გარდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ48“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა და იმავე კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა). საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერად დაჯგუფების წესი და პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით (შემდგომ – აკრედიტაციის დებულება).“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (შემდგომ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას;“;

ბ) „ბ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ3“ ქვეპუნქტი:

„ბ3) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას;“.

3. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:

ა) სკოლის ფილოსოფიას;

ბ) სასკოლო კურიკულუმს;

გ) სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას;

დ) მოსწავლეთა მხარდაჭერას.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, მათ შორის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, სამინისტრომ ავტორიზაციის დებულებით შეიძლება განსაზღვროს ავტორიზაციის განსხვავებული პირობები.“.

4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. სტატუსის მაძიებლის თვითშეფასება

ავტორიზაციის პროცესის პირველი საფეხურია ცენტრის მიერ სტატუსის მაძიებლისთვის წინასწარ დადგენილი ფორმის მიხედვით სტატუსის მაძიებლის მიერ თვითშეფასების ჩატარება.“.

5. მე-11 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ;

ვ) სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფუნქციონირების მიზანშეწონილობის თაობაზე შუამდგომლობით სამინისტროსთვის მიმართვის შესახებ.“;

ბ) 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:

„23. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების/ავტორიზაციაზე უარის თქმის/სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების გარემოების დადგომის შემთხვევაში სამინისტროს მიმართოს შუამდგომლობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფუნქციონირების მიზანშეწონილობის თაობაზე.“.

6. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ კანონის მე-11 მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის  ფუნქციონირების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა აგრძელებს ფუნქციონირებას ავტორიზაციის დარჩენილი ვადით.“.

7. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება

ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

8. მე-15 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრი აკონტროლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულებას. ავტორიზაციის სტანდარტთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრონ არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.“;

ბ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ცენტრს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების ანგარიში არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ წარედგინება. ცენტრისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

გ) 2პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია განახორციელოს თვითშეფასება ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით.“;

დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე მიიღონ ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს ავტორიზაციის სტანდარტს ან საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის, პროფესიული სტუდენტის ან სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ე) 3პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3პუნქტი:

„32. თუ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ორი ან ორზე მეტი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამიდან რომელიმე არ შეესაბამება ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ავტორიზაციის სტანდარტს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ნაცვლად, მიიღოს გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/ პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ვ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება და ამ კანონის მე-11 მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობით სამინისტროსთვის მიმართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის ვადაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ავტორიზაციის საბჭოების მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.“.

9. 161 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრისთვის წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით დაიმატოს  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები ან სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1პუნქტი:

„11. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების დამატების თაობაზე განაცხადის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.“.

10. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებისა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებისა) აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრით, განათლების ხარისხის ასამაღლებლად საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.“.

11. მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა;“.

12. 22-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამისა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა) აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო აკრედიტაციის დებულების შესაბამისად, მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება სასწავლო წლის განმავლობაში იქნება მიღებული, აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია, შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობისა და სტუდენტების კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის უწყვეტობის მიზნით, აკრედიტაციის დარჩენილი ვადის მიუხედავად, სათანადო გადაწყვეტილებით სტუდენტებს მიმდინარე სასწავლო წელი შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტებულ რეჟიმში დაასრულებინოს და აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ან ხელახალ აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღად არაუგვიანეს მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების თარიღი მიუთითოს.“.

13. 23-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრი აკონტროლებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულებას. აკრედიტაციის პირობების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე მიიღოს აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს აკრედიტაციის პირობებს.

4. აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის ვადაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება აკრედიტაციის საბჭოს მიერ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.“.

14. 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებები განახორციელოს ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვისა. ამასთანავე, შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებების განხორციელებამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლებთან დაკავშირებით „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით“ გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებები განხორციელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომლებმაც ავტორიზაცია ამ კანონით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების დამტკიცებამდე გაიარეს, 2024 წლის 1 სექტემბრისთვის უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა (იმავე კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის პირობების შემოწმებისას) „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ შესაბამისად.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 მარტი 2022 წ.

N1464-VIIIმს-Xმპ