„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1933-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.018768
1933-რს
23/12/2017
ვებგვერდი, 11/01/2018
430050000.05.001.018768
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისად ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოები (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭოები). ავტორიზაციის საბჭოების წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოების წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები, გარდა ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ავტორიზაციის საბჭოების უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მათი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 1პუნქტები:

„11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შედგება მუდმივი წევრებისა და მოწვეული წევრებისაგან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობაში მოწვეული წევრები მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს აქვთ ხმის უფლება.

12. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების პროცესის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღების უფლების არანაკლებ 1 წლის ვადით შეზღუდვის შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიღების წესი და პირობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის მაქსიმალური ვადა განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით.“.

2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგი

ავტორიზაციის შედეგად საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მოსწავლეები, პროფესიული სტუდენტები, სტუდენტები და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

3. 22-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა იმ საგანმანათლებლო პროგრამისა, რომელსაც დაწესებულება ავტორიზებულ რეჟიმში უწყვეტად ახორციელებს არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში) პირველი აკრედიტაციის ვადა არის 4 წელი. აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციის ვადა, აგრეთვე იმ საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ვადა, რომელსაც დაწესებულება ავტორიზებულ რეჟიმში უწყვეტად ახორციელებს არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში, არის 7 წელი. საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 2 წლისა. ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება.“;

ბ) 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციისა და  ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის დებულებით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით, თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს.“.

მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში განახორციელოს ღონისძიებები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

23 დეკემბერი 2017 წ.

N1933-რს