„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4784-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.018067
4784-IIს
19/02/2016
ვებგვერდი, 07/03/2016
430050000.05.001.018067
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს; უფლებამოსილია საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები;“.

2. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:

ა) საგანმანათლებლო პროგრამებს;

ბ) მატერიალურ რესურსებს;

გ) ადამიანურ რესურსებს.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურას და მართვას;

გ) საგანმანათლებლო პროგრამებს;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს;

ე) სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს;

ვ) კვლევას, განვითარებას ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობას;

ზ) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.“.

3. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისად ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოები (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭოები), რომელთა წევრებსაც სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოების წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები. ავტორიზაციის საბჭოების უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მათი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.“;

ბ) მე-4–მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ავტორიზაციის შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.

6. საავტორიზაციო განაცხადის ცენტრისათვის წარდგენის ვადები უნდა იძლეოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის შესაძლებლობას. ცენტრი ვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციის ვადის გასვლამდე 9 თვით ადრე აცნობოს ავტორიზაციის ვადის გასვლის შესახებ.“.

4. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ავტორიზაციის ვადა 6 წელია.“.

5. მე-15 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრი აკონტროლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულებას. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრონ არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.“.

6. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგები

1. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში:

ა) დაწესებულება ვერ მოიპოვებს ან კარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს;

ბ) მოსწავლეებს უფლება აქვთ, გადავიდნენ სხვა შესაბამის დაწესებულებაში;

გ) სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტუდენტის სტატუსი და უფლებამოსილი არიან, ისარგებლონ მობილობის უფლებით.

2. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იურიდიული პირი უფლებამოსილია ცენტრს საავტორიზაციო განაცხადი წარუდგინოს ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების  შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.“.

7. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომ – აკრედიტაციის საბჭო), რომლის წევრებსაც სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აკრედიტაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე. აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.“.

8. 22-ე მუხლის:

ა) პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო აკრედიტაციის დებულების შესაბამისად, მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ოთხი სახის:

ა) აკრედიტაციის შესახებ;

ბ) პირობითი აკრედიტაციის შესახებ;

გ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ;

დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.

3. აკრედიტაციის ვადა 7 წელია. პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 2 წლისა. ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31–34 პუნქტები:

„31. საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად აკმაყოფილებს აკრედიტაციის ყველა სტანდარტს.

32. საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის დებულებით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით, თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს.

33. პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მიღებულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

34. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის საფასურის გადახდიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.“.

9. 23-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრი აკონტროლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულებას. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.“.

10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი:

„თავი IV1

დავის განმხილველი ორგანო

მუხლი 241. სააპელაციო საბჭო

1. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტითა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საბჭოში ან/და სასამართლოში.

2. სააპელაციო საბჭოს წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სააპელაციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, ავტორიზაციის საბჭოს წევრი ან აკრედიტაციის საბჭოს წევრი. სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებითა და აკრედიტაციის დებულებით, რომლებითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან. მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს საჩივრის სააპელაციო საბჭოსთვის წარდგენისა და განხილვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები.

3. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ორი სახის:

ა) ავტორიზაციის საბჭოს/აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ;

ბ) ავტორიზაციის საბჭოსათვის/აკრედიტაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.

4. ავტორიზაციის საბჭოს/აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების სააპელაციო საბჭოში ან/და სასამართლოში გასაჩივრება არ იწვევს ამ გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას.“.

11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 322 მუხლი:

„მუხლი 322. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია

აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებმაც აკრედიტაცია 2011-2012 წლებში გაიარა, ჩაითვალოს აკრედიტებულად შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელახალი ავტორიზაციიდან 1 წლის ვადით.“.

  მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-10 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-10 პუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

19 თებერვალი 2016 წ.

N4784-IIს