„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4164-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.102252
4164-XIVმს-Xმპ
15/05/2024
ვებგვერდი, 21/05/2024
430020000.05.001.102252
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრი უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას აღიარებს, თუ იგი მიღებულია:

ა) შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების შედეგად;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სტუდენტის მიერ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე და რომლის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნის ან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე მოქმედი, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრირებული იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც სათანადო უფლებამოსილება აქვს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ან/და იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და რომლის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც სათანადო უფლებამოსილება აქვს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით, და აღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები არ მოიცავს პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური/სამუშაო ადგილზე სწავლების კომპონენტებს და სტუდენტის მიერ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების არადისტანციური ფორმით ჩაბარებას ითვალისწინებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 მაისი 2024 წ.

N4164-XIVმს-Xმპ