„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4161-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.102254
4161-XIVმს-Xმპ
15/05/2024
ვებგვერდი, 21/05/2024
430050000.05.001.102254
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებასთან/ლეგალიზაციასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების საფასურების ოდენობა, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით, ამ კანონის ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 მაისი 2024 წ.

N4161-XIVმს-Xმპ