„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6284-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.019870
6284-IIს
12/06/2020
ვებგვერდი, 15/06/2020
430050000.05.001.019870
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ავტორიზაციის საბჭოები საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და შესაბამისი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებენ ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ავტორიზაციის შესახებ;

ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;

გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ;

დ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ.“;

ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:    

„22. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება სასწავლო წლის განმავლობაში იქნება მიღებული, ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობისა და მოსწავლეების/სტუდენტების კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის უწყვეტობის მიზნით, ავტორიზაციის დარჩენილი ვადის მიუხედავად, სათანადო გადაწყვეტილებით მოსწავლეებს/სტუდენტებს მიმდინარე სასწავლო წელი შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაასრულებინოს და ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ან ხელახალ ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღად არაუგვიანეს მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების თარიღი მიუთითოს.“.

2. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. თუ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ განხორციელებული ორი ან ორზე მეტი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან რომელიმე არ შეესაბამება ამ კანონის მე-7 მუხლის 22 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტანდარტს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ნაცვლად, მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ.“.

3. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში:

ა) დაწესებულება ვერ მოიპოვებს ან დაკარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის მე-11 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში აგრძელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც მას ეზღუდება მოსწავლეების/სტუდენტების/პროფესიული სტუდენტების/ აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/დოქტორანტობის კანდიდატების/აპლიკანტების მიღების უფლება;

გ) მოსწავლეს/სტუდენტს უფლება აქვს, ამ კანონის მე-11 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადით სწავლა გააგრძელოს იმავე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან გადავიდეს სხვა, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

დ) სტუდენტს ამ კანონის მე-11 მუხლის 2 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადის (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) გასვლიდან, ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;

ე) პროფესიულ სტუდენტს ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ, ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში უჩერდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;

ვ) აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;

ზ) მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;

თ) აპლიკანტი, რომელმაც შესაბამის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება მოიპოვა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.“.

4. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3პუნქტი:

„35. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება სასწავლო წლის განმავლობაში იქნება მიღებული, აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია, შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობისა და მოსწავლეების/სტუდენტების კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის უწყვეტობის მიზნით, აკრედიტაციის დარჩენილი ვადის მიუხედავად, სათანადო გადაწყვეტილებით მოსწავლეებს/სტუდენტებს მიმდინარე სასწავლო წელი შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტებულ რეჟიმში დაასრულებინოს და აკრედიტაციის გაუქმების შესახებ ან ხელახალ აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღად არაუგვიანეს მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების თარიღი მიუთითოს.“.

5. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24. აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგები

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში:

ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეზღუდება მხოლოდ აკრედიტაციის საფუძველზე განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების/ აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/დოქტორანტობის კანდიდატების მიღების უფლება;

ბ) სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობს, უფლებამოსილია ამ კანონის 22-ე მუხლის 35 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადით (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) სწავლა გააგრძელოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, გადავიდეს სხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების დარჩენილი ოდენობა გადაიტანოს ამ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე;

გ) სტუდენტს, რომელიც მხოლოდ აკრედიტაციის საფუძველზე განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, ამ კანონის 22-ე მუხლის 35 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადის (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) გასვლიდან, აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ ან აკრედიტაციის გაუქმების შესახებ აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;

დ) აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;

ე) მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ხელახალ აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აგრძელებს ამ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ავტორიზებულ რეჟიმში განხორციელებას;

ბ) მოსწავლე უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს იმავე ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაზე ან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაზე.“.

6. 322 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელახალი ავტორიზაცია და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია“;

ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22−25 პუნქტები:

„22. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელსაც მიმდინარე ავტორიზაციის ვადა 2020 წელს ეწურება, ეს ვადა გაუგრძელდეს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

23. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელსაც მიმდინარე ავტორიზაციის ვადა 2021 წლის 1 მარტამდე ეწურება, ეს ვადა გაუგრძელდეს 2021 წლის 1 ივლისამდე.

24. უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (გარდა 2011-2012 წლებში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისა), რომელსაც მიმდინარე აკრედიტაციის ვადა 2020 წელს ეწურება, ეს ვადა გაუგრძელდეს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

25. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამას (გარდა 2011-2012 წლებში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისა), რომელსაც მიმდინარე აკრედიტაციის ვადა 2020 წელს ეწურება, ეს ვადა გაუგრძელდეს 2021 წლის 1 ივლისამდე.“.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 324 მუხლი:

„მუხლი 324. ცენტრში 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადზე ადმინისტრაციული წარმოების ვადის შეჩერება

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად ცენტრში 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადზე ადმინისტრაციული წარმოების ვადა ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დაკავშირებით ავტორიზაციის დებულებით გათვალისწინებული ისეთი ადმინისტრაციული წარმოების ვადა, რომლის განხორციელებაც, ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით, ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის გარეშე შეუძლებელია, შეჩერდეს 2021 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე/საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის მიმართ ამ კანონის ამოქმედებამდე ავტორიზაციის საბჭომ/აკრედიტაციის საბჭომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება ან/და რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე ამოეწურა მიმდინარე ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადა და რომლის ავტორიზაციასთან/აკრედიტაციასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს.

მუხლი 3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2020 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

12 ივნისი 2020 წ.

N6284-IIს