„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1355-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.103005
1355-Vმს-XIმპ
04/02/2026
ვებგვერდი, 05/02/2026
430050000.05.001.103005
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 328 მუხლი:

„მუხლი 328. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ იმ პროგრამების განხორციელება, რომლებიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალით

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს მთავრობა განუსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებაც მათ აქვთ, მიეცეთ უფლება, ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც ისინი 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ და რომლებიც გათვალისწინებული არ არის აღნიშნული ჩამონათვალით, დარჩენილი ვადის მიუხედავად, აკრედიტებულ ან არააკრედიტებულ (ავტორიზებულ) რეჟიმში განახორციელონ შემდეგი ვადების დაცვით:

ა) არანაკლებ 180-კრედიტიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა − 2029-2030 სასწავლო წლის დაწყებამდე;

ბ) არანაკლებ 240-კრედიტიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა − 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე;

გ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა − 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე;

დ) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა − 2029-2030 სასწავლო წლის დაწყებამდე;

ე) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა, დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო  პროგრამა − 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

4 თებერვალი 2026 წ.

N1355-Vმს-XIმპ