დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3445-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/09/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/10/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.05.001.019173 |
|
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას (შემდგომ – აკრედიტაციის დებულება) და საფასურს;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას;“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას;“; გ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-7 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება: ა) საგანმანათლებლო პროგრამებს; ბ) მატერიალურ რესურსებს; გ) ადამიანურ რესურსებს.“; ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი: „22. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება: ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას; ბ) საგანმანათლებლო პროგრამებს; გ) პროფესიულ სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს; დ) ადამიანურ რესურსებს; ე) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.“. 4. მე-8 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას;“; ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“−„დ3“ ქვეპუნქტები: „დ1) საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას; დ2) უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას; დ3) მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამას;“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დაწესებულება, რომელმაც მოიპოვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი სხვა, დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე, უფლებამოსილი არ არის, მოიპოვოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. შესაბამისი უფლების მოპოვების შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს მხოლოდ საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული მომზადების პროგრამები ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამები. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს ნებისმიერი სახის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები, პროფესიული მომზადების პროგრამები ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამები. აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო.“; გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. დაწესებულება, რომელმაც მოიპოვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ან/და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.“. 5. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პროფესიულ სტუდენტებს/სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტატუსი და ისინი უფლებამოსილი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით.“. 6. 161 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრისთვის წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით დაიმატოს აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები ან სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები (გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ვეტერინარის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა).“. 7. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკრედიტაციის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების (გარდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებისა) აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის გზით, განათლების ხარისხის ასამაღლებლად საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.“. 8. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების (გარდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებისა) აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო აკრედიტაციის დებულების შესაბამისად, მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 9. 23-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცენტრი აკონტროლებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულებას. აკრედიტაციის პირობების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას/უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე, ცენტრის წარდგინებით მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის გაუქმების შესახებ, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს აკრედიტაციის პირობებს. 4. აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება აკრედიტაციის საბჭოს მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.“. 10. 251 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ცენტრი უფლებამოსილია გასცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი.“. 11. VI თავი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დამტკიცება და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 20 სექტემბერი 2018 წ. N3445-Iს |
დოკუმენტის კომენტარები