დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1162-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 09/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430050000.05.001.102883 |
|
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-16 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ავტორიზაციაზე უარის თქმის, ავტორიზაციის გაუქმების ან ავტორიზაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები: „3. თუ საავტორიზაციო განაცხადი ცენტრს წარედგინა ავტორიზაციის დებულებით განსაზღვრული საავტორიზაციო განაცხადის წარდგენის ვადების დაცვით და ცენტრის დირექტორმა გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაბამისი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის თაობაზე, სათანადო ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული, ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე სტატუსის მაძიებელი ჩაითვლება ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად ავტორიზაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში. 4. სტატუსის მაძიებლის ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად ჩათვლის წესი და პირობები განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით.“. 2. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „4. თუ სააკრედიტაციო განაცხადი ცენტრს წარედგინა აკრედიტაციის დებულებით განსაზღვრული სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის ვადების დაცვით და ცენტრის დირექტორმა გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის თაობაზე, აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიღებული, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე აკრედიტაციის მაძიებლის მიერ წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამა ჩაითვლება აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამად აკრედიტაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში. 5. აკრედიტაციის მაძიებლის მიერ წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამად ჩათვლის წესი და პირობები განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით.“. მუხლი 2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 9 დეკემბერი 2025 წ. N1162-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები