„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4366-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.102288
4366-XIVმს-Xმპ
27/06/2024
ვებგვერდი, 03/07/2024
430050000.05.001.102288
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 2​1 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) საკოორდინაციო საბჭო − კოლეგიური ორგანო, რომელიც იქმნება 4 წლის ვადით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მართვაში, მისი საქმიანობისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებაში დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის  − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებით.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) წარდგინებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21−24 პუნქტები:

„21. ცენტრის დირექტორს მინისტრის წარდგინებით თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

22. საკოორდინაციო საბჭოს წევრები ცენტრის დებულებით  დადგენილი წესის შესაბამისად მონაწილეობენ ცენტრის დირექტორის კანდიდატურის შერჩევასა და მის თანამდებობიდან გათავისუფლებაში.

23. ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;

გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

დ) გარდაცვალება;

ე) სასამართლოს მიერ ისეთი გადაწყვეტილების გამოტანა, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ უფლებამოსილების განხორციელებას;

ვ) ცენტრის დირექტორის უფლებამოსილებით განსაზღვრული ვალდებულების უხეში დარღვევა ან/და ცენტრის საქმიანობისთვის არსებითი ზიანის მიყენება.

24. ცენტრის დირექტორი არ შეიძლება იმავდროულად იყოს დასაქმებული ან ეკავოს თანამდებობა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში.“.

მუხლი 2

1. 2024 წლის 1 ნოემბრიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს შეუწყდეს უფლებამოსილება.

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს ახალი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

27 ივნისი 2024 წ.

N4366-XIVმს-Xმპ