საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 523
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/07/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 83, 15/07/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 15/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.007.555
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
523
13/07/2005
სსმ, 83, 15/07/2005
040.030.000.22.033.007.555
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/07/2005 - 02/10/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.007.555

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №523

2005 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ..საფინანსო სააგენტოს” დებულების დამტკიცების შესახებ

..ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონისა და ..საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს შექმნის” შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულების მე-3 მუხლის ..ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საფინანსო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებით, ..საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული გარკვეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განკარგვის, განკარგვის ღონისძიებათა კოორდინაციისა და მონიტორინგის, აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგების მიზნით.     

2. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო არის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

4. სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით, დაწესებულების სახით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. 

5. სააგენტოს აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით და სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.  

6. სააგენტოს სრული სახელწოდებაა – ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო სააგენტო”.

7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ი. აბაშიძის №70.

    მუხლი 2. სააგენტოს მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

1. სააგენტოს მიზანია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეული და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვა, შენახვა, შეფასება, განკარგვა, განაწილება, რეალიზაცია და/ან განადგურების ღონისძიებათა კოორდინაცია და აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგება.  

2. სააგენტო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) ახორციელებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეული და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას, განკარგვას, განაწილებას, რეალიზაციასა და/ან განადგურებას;

ბ) ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში მემკვიდრეობის, ჩუქების გზით გადასული, უპატრონო ქონებისა და სახელმწიფო ხაზინაზე გადასული უმკვიდრო ქონების აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას, განკარგვას, განაწილებას, რელიზაციასა და/ან განადგურებას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

გ) ადგენს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების სპეციალურ ნუსხას;

დ) ატარებს კონკურსებს, აუქციონებს და ტენდერებს;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას.    

3. სააგენტო უფლებამოსილია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს სამეურნეო და კომერციული საქმიანობა, რომელიც ემსახურება სააგენტოს ძირითადი საქმიანობის განხორციელებას და ატარებს დამხმარე ხასიათს.          

    მუხლი 3. სააგენტოს მართვა

1. სააგენტოს მართავს გენერალური დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

2. დირექტორი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად წარმართვაზე, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.  3. დირექტორი:

ა) ახორციელებს სააგენტოს მართვას და წარმომადგენლობას;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებაზე;                      

გ) გამოსცემს ინდივიდუალურსამართლებრივ (ადმინისტრაციულ) აქტებს;  

დ) ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას და აწესრიგებს მის მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა თანამშრომლებს;

ვ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;  

ზ) მინისტრს ყოველწლიურად დასამტკიცებლად წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

თ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, სამინისტროს წარუდგენს სააგენტოს ხარჯთაღრიცხვას და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს და სააგენტოს შინაგანაწესს;

კ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. დირექტორს უფლებამოსილება უწყდება:

ა) გადადგომისას;

ბ) გათავისუფლებისას;

გ) გარდაცვალებისას;           

დ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

ე) მისი უგზო-უკვლოდ დაკარგვის ან ქმედუუნაროდ გამოცხადების დღიდან.

5. დირექტორს ჰყავს 2 მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი, რომელთაც ის თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრთან შეთანხმებით. მოადგილეთა შორის ფუნქციებს ანაწილებს დირექტორი.

6. დირექტორის პირველი მოადგილე:

ა) ასრულებს დირექტორის უფლება-მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში;

ბ) უზრუნველყოფს დირექტორის ცალკეული დავალებების შესრულებას;

გ) ხელმძღვანელობს მის საკურატორო სფეროში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას.

    მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები

სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების სპეციალური ნუსხის შედგენა, სააგენტოს საკადრო, საბუღალტრო, სამეურნეო სხვა ადმინისტრაციული საკითხების უზრუნველყოფა;

ბ) იურიდიული სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

გ) ეკონომიკური სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვა, შენახვა, შეფასება, განკარგვა, განკარგვის ღონისძიებათა კოორდინაცია და მონიტორინგი, აუქციონისა და ტენდერის ჩატარების ორგანიზება;

დ) აღრიცხვის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების მიღება, ტრანსპორტირება და საწყობში შენახვა;

ე) საინფორმაციო სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის წარმართვა და მის საფუძველზე საზოგადოების ინფორმაციით უზრუნველყოფა.

    მუხლი 5. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყაროები

1. სააგენტო, თავისი საქმიანობისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ფლობს ქონებას, რომელიც ფორმირდება:

ა) სამინისტროს წინადადებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმით გადაცემული ქონებისაგან;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან.

2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;

ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;

გ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

3. სააგენტოს მიერ მიღებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 6. სააგენტოს საქმიანობის აღრიცხვა და ანგარიშგება

1. სააგენტო ახორციელებს საფინანსო საქმიანობის აღრიცხვასა და ანგარიშგებას საქართველოს მოქმედი კანომდებლობის შესაბამისად.

2. სააგენტოს პირველი საფინანსო წელი იწყება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მისი უფლებაუნარიანობის წარმოშობის მომენტიდან და მთავრდება იმავე კალენდარული წლის 31 დეკემბერს. შემდეგი საფინანსო წლები ემთხვევა კალენდარულს.

3. ყოველწლიურად ან მოთხოვნისთანავე, სააგენტო მინისტრს წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს.

4. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი, რომლის სათანადო ხარჯებს ანაზღაურებს სააგენტო.

    მუხლი 7. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტო ვალდებულია კონტროლის განსახორციელებლად მინისტრს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.

2. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დირექტორის (სააგენტოს) არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

    მუხლი 8. სააგენტოს რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია

1. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს მის მიერ დასახული მიზნის მიღწევა ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობა.

    მუხლი 9. დასკვნითი დებულებანი

სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.

37. 07/12/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 408 - ვებგვერდი, 08/12/2015 36. 14/08/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 241 - ვებგვერდი, 14/08/2014 35. 18/07/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 211 - ვებგვერდი, 18/07/2014 34. 25/06/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 221 - ვებგვერდი, 26/06/2013 33. 14/05/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 137 - ვებგვერდი, 15/05/2013 32. 04/04/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 95 - ვებგვერდი, 05/04/2013 31. 11/01/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 8 - ვებგვერდი, 16/01/2013 30. 08/11/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 473 - ვებგვერდი, 08/11/2012 29. 01/11/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 454 - ვებგვერდი, 01/11/2012 28. 02/08/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 309 - ვებგვერდი, 02/08/2012 27. 30/04/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 136 - ვებგვერდი, 03/05/2012 26. 10/02/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 44 - ვებგვერდი, 15/02/2012 25. 18/10/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 541 - ვებგვერდი, 111018003, 18/10/2011 24. 02/08/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 422 - ვებგვერდი, 110802001, 03/08/2011 23. 19/05/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 296 - ვებგვერდი, 110520002, 20/05/2011 22. 13/04/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 216 - ვებგვერდი, 110413010, 18/04/2011 21. 10/02/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 77 - ვებგვერდი, 140211, 14/02/2011 20. 06/01/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 7 - ვებგვერდი, 100111, 10/01/2011 19. 30/12/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 975 - სსმ, 171, 30/12/2010 18. 21/12/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 940 - სსმ, 167, 22/12/2010 17. 08/10/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 772 - სსმ, 130, 11/10/2010 16. 25/08/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 663 - სსმ, 104, 25/08/2010 15. 30/07/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 616 - ვებგვერდი, 93, 30/07/2010 14. 01/07/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 547 - სსმ, 79, 05/07/2010 13. 03/06/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 449 - სსმ, 63, 04/06/2010 12. 30/04/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 343 - სსმ, 50, 30/04/2010 11. 31/03/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 252 - სსმ, 33, 31/03/2010 10. 31/12/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 913 - სსმ, 159, 30/12/2009 9. 24/11/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 759 - სსმ, 145, 25/11/2009 8. 23/07/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 479 - სსმ, 91, 23/07/2009 7. 31/03/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 203 - სსმ, 40, 31/03/2009 6. 12/02/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 81 - სსმ, 17, 16/02/2009 5. 25/11/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 868 - სსმ, 170, 01/12/2008 4. 11/08/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 655 - სსმ, 116, 12/08/2008 3. 10/10/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1141 - სსმ, 144, 16/10/2007 2. 14/05/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 483 - სსმ, 67, 15/05/2007 1. 02/10/2006 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1212 - სსმ, 136, 04/10/2006