დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ,,საფინანსო სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 655 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/08/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 116, 12/08/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.033.012.111 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.012.111
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №655
2008 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საფინანსო სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საფინანსო სააგენტოს“ დებულებაში“ (სსმ III, N83 მუხ. 910) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საფინანსო სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს შექმნის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული გარკვეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განკარგვის, განკარგვის ღონისძიებათა კოორდინაციისა და მონიტორინგის, აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სისტემის ორგანოებში ახალი პროგრამული პროდუქტების შემუშავება-დანერგვის პროცესში სათანადო ხელშეწყობის, ასევე არსებული საინფორმაციო სისტემების და მონაცემთა ბაზების გამართული მუშაობისთვის სათანადო ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად.“;
2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტოს მიზნებია:
ა) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების, აგრეთვე კანონის თანახმად სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლას დაქვემდებარებული, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული ან სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა ქონებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა, შენახვა, შეფასება, განკარგვა, განაწილება, რეალიზაცია და/ან განადგურების ღონისძიებათა კოორდინაცია და აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგება;
ბ) სამინისტროს სისტემის ორგანოებისათვის ახალი პროგრამული პროდუქტების შემუშავება-დანერგვის პროცესში სათანადო დახმარებების გაწევა, ასევე მათი საინფორმაციო სისტემების და მონაცემთა ბაზების გამართული მუშაობისათვის საჭირო ღონისძიებების მხარდაჭერა.“;
3. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის ორგანოებისათვის ახალი პროგრამული პროდუქტების შემუშავება-დანერგვის პროცესში სათანადო დახმარებების გაწევას, ასევე მათი საინფორმაციო სისტემების და მონაცემთა ბაზების გამართული მუშაობისათვის საჭირო ღონისძიებების მხარდაჭერას.“;
4. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია სამინისტროს სისტემის ორგანოებისათვის საინფორმაციო სისტემების და მონაცემთა ბაზების საიმედო ფუნქციონირებისა და შემდგომი განვითარებისათვის, ასევე ახალი პროგრამული პროდუქტების შემუშავება-დანერგვის პროცესში საჭირო კონსულტაციებისა და პრაქტიკული დახმარებების გაწევა.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები