დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საფინანსო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 81 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 17, 16/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.033.012.779 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.012.779
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №81
2009 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით (სსმ III, 15.07.2005, №83, მუხ. 910) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს დებულების მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც ის თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრთან შეთანხმებით. მოადგილეების ფუნქციებს განსაზღვრავს დირექტორი.
6. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები