დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.033.016319 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №44
2012 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს” დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით (სსმ, 15.07.05, III ნაწილი, №83, მუხლი 910) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს ფინასთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული გარკვეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განკარგვის, განკარგვის ღონისძიებათა კოორდინაციისა და მონიტორინგის, აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგების მიზნით, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობის მიზნით, მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმების, რეგისტრაციის, დამზადების, შენახვის, გამოყნების და ექსპერტიზა-უტილიზაციის საკითხთა მართვისათვის.“.
2. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობა.“;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) ,,გ9“ - ,,გ11" ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ) ,,გ12" ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ12) ახორციელებს დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობას აუქციონის (ინტერნეტ – აუქციონის, საჯარო აუქციონის), პირდაპირი მიყიდვის (ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, სავაჭრო ობიექტების (მათ შორის – ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით) ფორმებით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე;“.
3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) ,,ა1" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა1) იურიდიული სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ქონების განკარგვის პროცედურების სამართლებრივი უზრუნველყოფა; შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმება, მათთვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭება ან მინიჭებაზე უარის თქმა; ისეთი მკაცრი აღრიცხვის ფორმების საქართველოს ფარგლებს გარეთ დამზადების საკითხის შესათანხმებლად მომზადება, რომელთაც საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვთ და რომელთა დამზადება შეუძლებელია საქართველოში არსებულ პოლიგრაფიულ საწარმოებში; მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის განხორციელება; მკაცრი აღრიცხვის ფორმების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად; ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“;
ბ) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) მარკეტინგისა და ინოვაციების სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სარეალიზაციო ან/და ლიზინგის ფორმით გადასაცემი ქონების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ქონების ელექტრონული აუქციონისა და ელექტრონული მაღაზიის საშუალებით რეალიზაციის, ლიზინგის ფორმით გადაცემის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინაცია; სააგენტოს ინტეგრირებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების კოორდინაცია; ახალი პროგრამული პროდუქტების ტესტირება; შესაბამის უწყებებთან ინფორმაციის ელექტრონული გაცვლის ღონისძიებათა დაგეგმვა; სააგენტოს ვებგვერდზე ახალი ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა; მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით სააგენტოს მუშაობის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება; სააგენტოს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება; ახალი პროდუქტების დანერგვის ორგანიზაცია; დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობა;“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. გვინდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები