„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 547
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 79, 05/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.014823
  • Word
547
01/07/2010
სსმ, 79, 05/07/2010
040030000.22.033.014823
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.014.823

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №547

2010 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით (სსმ III, 15.07.05, №83, მუხლი 910) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, ისე რომ არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე, დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ფლობდეს წილს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოებში. ამ პუნქტის შესაბამისად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოებისგან მიღებული შემოსავალი/დივიდენდები გამოიყენება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისათვის.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი