„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 137
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016537
137
14/05/2013
ვებგვერდი, 15/05/2013
040030000.22.033.016537
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №137

2013 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით (სსმ III, 15.07.2005, №83, მუხლი 910) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა1) იურიდიული სამსახური, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:

 ა1.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ქონების განკარგვის პროცედურების სამართლებრივი უზრუნველყოფა; შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული  სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად;  სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა; ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

1.ბ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების განყოფილება, რომლის ძირითადი  ფუნქციებია: მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმება, მათთვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭება ან მინიჭებაზე უარის თქმა; ისეთი მკაცრი აღრიცხვის ფორმების საქართველოს ფარგლებს გარეთ დამზადების საკითხის შესათანხმებლად მომზადება, რომელთაც საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვთ და რომელთა დამზადება შეუძლებელია საქართველოში არსებულ პოლიგრაფიულ საწარმოებში; მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის განხორციელება; ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მესამე დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური