„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 296
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110520002, 20/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016190
  • Word
296
19/05/2011
ვებგვერდი, 110520002, 20/05/2011
040030000.22.033.016190
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 296

2011 წლი19 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის 523 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით (სსმ III, 15.07.05, №83, მუხლი 910) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნს ცვლილება და დამატება და მე-4 მუხლის:

1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:

 ა.ა) საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სააგენტოს შემოსავლების და ხარჯების დაგეგმვა; წლიური ხარჯთაღრიცხვების მომზადება; ფინანსური ანგარიშების მომზადება; ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; სააგენტოს საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;

ა.ბ) ლოჯისტიკის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; სააგენტოს საკადრო რესურსების მართვის (მიღება, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვა) კოორდინაცია; თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება; სააგენტოში საქმისწარმოების ორგანიზაცია; საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომლებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია; საარქივო საქმიანობის წარმართვა;“.

2. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1ქვეპუნქტი:   

„ა1) იურიდიული სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ქონების განკარგვის პროცედურების სამართლებრივი უზრუნველყოფა; შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმება, მათთვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭება ან მინიჭებაზე უარის თქმა; ისეთი მკაცრი აღრიცხვის ფორმების საქართველოს ფარგლებს გარეთ დამზადების საკითხის შესათანხმებლად მომზადება, რომელთაც საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვთ და რომელთა დამზადება შეუძლებელია საქართველოში არსებულ პოლიგრაფიულ საწარმოებში; მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის განხორციელება; მკაცრი აღრიცხვის ფორმების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად; წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადწესის განხილვა და მისი მინისტრის მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება; წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესის განხილვის შემდეგ დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შექმნილი წამახალისებელ გათამაშებასთან და ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოსათვის მიმართვის მომზადება; მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭებისათვის ხელშეწყობა;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი