„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 136
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016362
  • Word
136
30/04/2012
ვებგვერდი, 03/05/2012
040030000.22.033.016362
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №136

2012 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,             ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით (სსმ III , 15.07.05,  №83, მუხლი 910) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „გ12“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ12 ) ახორციელებს დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობას;“;

ბ) „გ 13 “ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-2 მუხლის 21  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 21 . სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ12 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას , მომსახურების გაწევის წესი, მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობა დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“ .

3. მე-4 მუხლის:

ა) პირველ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, ბ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია ქონების სპეციალური რეესტრის წარმოება; სააგენტოზე გადაცემული ქონების მიღება, ტრანსპორტირება, საწყობებში განთავსების უზრუნველყოფა, ქონების განკარგვის ღონისძიებათა დაგეგმვა და კოორდინაცია; ქონების რეალიზაციის ფორმებისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის თაობაზე წინადადებების მომზადება; ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის ორგანიზება და განხორციელება; ქონების უსასყიდლოდ გადაცემის და/ან განადგურების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება და სათანადო პროცედურების დაცვით მათი განხორციელება; რეალიზებული, ლიზინგის ფორმით გადასაცემი და/ან უსასყიდლოდ გადაცემული ქონების გაცემა, საწყობში ქონების მოძრაობის აღრიცხვა (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგიონული სამმართველოების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა);“;

ბ) პირველი პუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ.ა) შესაბამის რეგიონებში ქონების მიღება, ტრანსპორტირება და რეგიონულ საწყობებში განთავსების უზრუნველყოფა;“;

გ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ ქვეპუნქტი:

„ე) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების შეფასების სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების შეფასება, საბაზრო ღირებულების დადგენა; ქონების რეალიზაციის საწყისი/სარეალიზაციო ფასის განსაზღვრისას, ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემამდე არსებული შეფასების, საექსპერტო/აუდიტორული დასკვნების გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე წინადადებების მომზადება; საჭიროების შემთხვევაში, სხვა საექსპერტო დაწესებულებისათვის (ექსპერტისათვის) ან/და აუდიტური ფირმისათვის (აუდიტორისათვის) ქონების ექსპერტიზისა და შეფასებისათვის მიმართვა.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძ