„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 479
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 91, 23/07/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.013.311
  • Word
479
23/07/2009
სსმ, 91, 23/07/2009
040.030.000.22.033.013.311
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.013.311

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №479

2009 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით (სსმ III, 15.07.05 წ., №83, მუხ. 910) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი2” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი2) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების, სტაჟიორების/სტაჟირების კანდიდატებისა (გარდა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა და სტაჟიორთა) და სხვა დაინტერესებული პირებისათვის განსახორციელებელი სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) ღირებულებას. უფლებამოსილია დაადგინოს სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) შეღავათიანი ღირებულება ან მიიღოს გადაწყვეტილება სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) უსასყიდლოდ განხორციელების შესახებ;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი