დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 252 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 31/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.033.014429 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.014.429
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №252
2010 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით (სსმ III, 15.07.05, №83, მუხლი 910) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემის საჯარო მომსახურეების, სტაჟიორების/სტაჟირების კანდიდატების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტაჟიორთა) და სხვა დაინტერესებული პირებისათვის, თავისი ფუნქციების ფარგლებში, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) განსახორციელებლად, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული გარკვეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განკარგვის, განკარგვის ღონისძიებათა კოორდინაციისა და მონიტორინგის, აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგების მიზნით, მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმების, რეგისტრაციის, დამზადების, შენახვის, გამოყენების და ექსპერტიზა-უტილიზაციის საკითხთა მართვისათვის, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობისათვის.“.
2. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამინისტროს სისტემის საჯარო მომსამსახურეების, სტაჟიორების/სტაჟირების კანდიდატების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტაჟიორთა) და სხვა დაინტერესებული პირებისათვის, სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) განხორციელება;“;
გ) მე-2 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
დ) მე-2 პუნქტის „გ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ2) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის საჯარო მომსამსახურეების და სტაჟიორების/სტაჟირების კანდიდატების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტაჟიორთა) სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) განხორციელებას სამინისტროს მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის “ი2” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობისა;“.
3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი2) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების, სტაჟიორების/სტაჟირების კანდიდატებისა (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტაჟიორთა) და სხვა დაინტერესებული პირებისათვის განსახორციელებელი სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) ღირებულებას. უფლებამოსილია დაადგინოს სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) შეღავათიანი ღირებულება ან მიიღოს გადაწყვეტილება სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) უსასყიდლოდ განხორციელების შესახებ;“.
4. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები