,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საფინანსო სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საფინანსო სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 483
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 67, 15/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.010.337
  • Word
483
14/05/2007
სსმ, 67, 15/05/2007
040.030.000.22.033.010.337
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საფინანსო სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.010.337

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №483

2007 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული    პირის – ,,საფინანსო სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საფინანსო სააგენტოს“ დებულებაში (სსმ III, 15.07.05, №83, მუხ. 910) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც ის თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრთან შეთანხმებით. მოადგილის ფუნქციებს განსაზღვრავს დირექტორი.

6. დირექტორის მოადგილე ასრულებს დირექტორის უფლება-მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში.“;

ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები

სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საფინანსო სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია შემოსავლების და ხარჯების დაგეგმვა და წლიური ხარჯთაღრიცხვების მომზადება, ფინანსური ანგარიშების მომზადება, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;

ბ) კომერციული სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეესტრის წარმოება, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული და სააგენტოზე გადმოცემული ქონების სპეციალური ნუსხის შედგენა, ,,სააგენტოსათვის“ გადმოცემული ქონების ექსპერტიზისა და შეფასების ორგანიზება, ქონების განკარგვის ღონისძიებათა დაგეგმვა, ორგანიზაცია და კოორდინაცია, ქონების რეალიზაციის ფორმების თაობაზე წინადადებების მომზადება, ქონების რეალიზაციისათვის აუქციონის, ფასთა კოტირებისა და პირდაპირი მიყიდვის ორგანიზება და განხორციელება, ქონების გადაცემის თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება და სათანადო პროცედურების დაცვით მათი განხორციელება;

გ) იურიდული სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სახელმწიფო საკუთრებაში ქონების მიქცევის პროცედურების სამართლებრივი უზრუნველყოფა, ,,სააგენტოს“ მიერ ქონების შეუფერხებელი განკარგვის უზრუნველყოფა, იურიდიული კონსულტაციების გაწევა სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში;

დ) გაერთიანებული სასაწყობო სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების მიღება, ტრანსპორტირება, საწყობებში განთავსების უზრუნველყოფა, მონაწილეობის მიღება ქონების სარეალიზაციოდ მომზადებაში, რეალიზებული და/ან გადაცემული ქონების საწყობიდან გაცემა, საწყობში ქონების მოძრაობის აღრიცხვა, შეფასების და განკარგვის ღონისძიებების კოორდინაცია და მონიტორინგი;

ე) ადმინისტრაციული სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია ,,სააგენტოს“ პერსონალის მართვისა და საქმისწარმოების ორგანიზაცია, ,,სააგენტოს“ მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ,,სააგენტოს“ ფუნქციონირებისათვის საჭირო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება, სარეალიზაციო ქონების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი