"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 940
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 167, 22/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016086
  • Word
940
21/12/2010
სსმ, 167, 22/12/2010
040030000.22.033.016086
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №940

2010 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის 523 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს” დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის 523 ბრძანებით (სსმ III,15.07.05, 83, მუხლი 910) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. სააგენტოს სრული სახელწოდებაა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“. სააგენტოს ბეჭდებზე, ბლანკებზე, აბრებზე, სიმბოლიკაზე, ოფიციალურ დოკუმენტებზე, ვებგვერდზე და საქმიან ურთიერთობებში შესაძლებელია შემოკლებული დასახელების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ გამოყენება.“.

2. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გ. გულუას ქ. 4.“.

3. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ახორციელებს საქართველოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონებით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (ნატურით გადაცემული) მოძრავი ქონების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების, სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობისა და ჩუქების გზით გადასული, რეალიზაციას დაქვემდებარებული მოძრავი ქონების, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო მოძრავი ქონების, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონლის, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონების, სპეციალური ჭრების განხორციელების შედეგად მიღებული მერქნული რესურსის, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიატისათვის) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსის, გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მიღებული მერქნული რესურსის (შემდგომში ქონება) აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას, განადგურებას, განაწილებას და/ან რეალიზაციას;“.

4. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის გ6“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა.ბ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა.ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის, მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და წამახალისებელი გათამაშების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ქონების განკარგვის პროცედურების სამართლებრივი უზრუნველყოფა, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმება, მათთვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭება ან მინიჭებაზე უარის თქმა; ისეთი მკაცრი აღრიცხვის ფორმების საქართველოს ფარგლებს გარეთ დამზადების საკითხის შესათანხმებლად მომზადება, რომელთაც საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვთ და რომელთა დამზადება შეუძლებელია საქართველოში არსებულ პოლიგრაფიულ საწარმოებში; მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის განხორციელება; მკაცრი აღრიცხვის ფორმების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება სამინისტროში წარსადგენად; წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესის განხილვა და მისი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება; წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესის განხილვის შემდეგ დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შექმნილი წამახალისებელ გათამაშებასთან და ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოსათვის მიმართვის მომზადება; მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭებისათვის ხელშეწყობა;“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ბაინდურაშვილი