დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 203 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 31/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.033.012.957 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.012.957
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №203
2009 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში (სსმ III, 15.07.2005 წ., №83, მუხ. 910) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულების საფუძველზე, ვბრძანებ:“.
3. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულება.“.
4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულება“.
5. ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემის საჯარო მომსამსახურეების, სტაჟიორების/სტაჟირების კანდიდატების (გარდა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა და სტაჟიორთა) და სხვა დაინტერესებული პირებისათვის, თავისი ფუნქციების ფარგლებში, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) განსახორციელებლად, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული გარკვეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განკარგვის, განკარგვის ღონისძიებათა კოორდინაციისა და მონიტორინგის, აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგების მიზნით და სამინისტროს სისტემაში ახალი პროგრამული პროდუქტების შემუშავება-დანერგვის პროცესში სათანადო ხელშეწყობის, არსებული საინფორმაციო სისტემების და მონაცემთა ბაზების გამართული მუშაობისთვის სათანადო ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად.“.
6. ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო არის სამინისტრო.“.
7. ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. სააგენტოს სრული სახელწოდებაა – ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“.
8. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:
,,გ) სამინისტროს სისტემის საჯარო მომსამსახურეების, სტაჟიორების/სტაჟირების კანდიდატების (გარდა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა და სტაჟიორთა) და სხვა დაინტერესებული პირებისათვის, სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) განხორციელება.“.
9. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ2“ და ,,გ3“ ქვეპუნქტები:
,,გ2) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის საჯარო მომსამსახურეების და სტაჟიორების/სტაჟირების კანდიდატების (გარდა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა და სტაჟიორთა) სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) განხორციელებას სამინისტროს მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობისა;
გ3) უზრუნველყოფს სხვა დაინტერესებული პირებისათვის სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) განხორციელებას;“.
10. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს;“.
11. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს, ხელფასის ფონდს და სააგენტოს შინაგანაწესს;“.
12. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი1“ და ,,ი2“ ქვეპუნქტები:
,,ი1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სხვა დაინტერესებული პირებისათვის სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) განხორციელების პირობებს;
ი2) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების, სტაჟიორების/სტაჟირების კანდიდატებისა (გარდა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა და სტაჟიორთა) და სხვა დაინტერესებული პირებისათვის, განსახორციელებელი სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) ღირებულებას. უფლებამოსილია დაადგინოს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეებისათვის განსახორციელებელი სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) შეღავათიანი ღირებულება.“.
13. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:
,,დ) სასწავლო ცენტრი, რომლის ძირითადი ფუნქციებია:
დ.ა) სამინისტროს მიერ ტრეინინგის საჭიროებათა ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავების პროცესში სამინისტროსათვის წინადადებების მომზადება და წარდგენა;
დ.ბ) ტრეინინგის საჭიროებათა ანალიზის განხორციელებისას შეხვედრებში, ინტერვიუებში/გასაუბრებებში მონაწილეობის მიღება, შედეგების შეფასება და სამინისტროსთვის წარდგენა;
დ.გ) სამინისტროს მიერ განხორციელებული ტრეინინგის საჭიროებათა ანალიზის საფუძველზე წლიური სასწავლო-საპროგნოზო გეგმის შემუშავება და სამინისტროსთვის წარდგენა;
დ.დ) წლიური სასწავლო-საპროგნოზო გეგმის საფუძველზე სპეციალური ან/და ინდივიდუალური სასწავლო პროგრამების შემუშავება და სამინისტროსთვის წარდგენა;
დ.ე) დაინტერესებული პირებისათვის დისკუსიების, თემატური სემინარებისა და კონფერენციების მოწყობა;
დ.ვ) მომზადების/გადამზადების მიზნით თეორიული სწავლების განხორციელება;
დ.ზ) ტრეინერების შერჩევის მეთოდოლოგიის შემუშავება;
დ.თ) ტრეინერების და ტრეინერ-ინსტრუქტორების მომზადება;
დ.ი) ტრეინერების, სპეციალისტების (ექსპერტების), ინსტრუქტორების შერჩევა, მოწვევა და ტრეინერთა ბაზების წარმოება;
დ.კ) საჭიროებებიდან გამომდინარე, სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოების მომზადება და გამოცემა;
დ.ლ) სამინისტროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე სტაჟირების კანდიდატებისათვის ტესტირების ჩატარება;
დ.მ) მომზადების/გადამზადების მიზნით თეორიულ სწავლებასთან დაკავშირებული ტესტირების, გამოცდების ორგანიზება, ჩატარება და შესაბამისი შედეგების წარდგენა სამინისტროსთვის;
დ.ნ) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საცეცხლე მომზადების ორგანიზების უზრუნველყოფა;
დ.ო) მომზადების/გადამზადების მიზნით თეორიული სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში სააგენტოს სერტიფიკატების გაცემა.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები