„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 663
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 25/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
663
25/08/2010
სსმ, 104, 25/08/2010
000000000.00.000.000000
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.015.039

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 663

2010 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით (სსმ III, 15.07.05, №83, მუხლი 910) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დასავლეთ საქართველოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოები, რომელთა ძირითადი ფუნქციებია:

ე.ა) შესაბამის რეგიონებში სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების მიღება, ტრანსპორტირება, რეგიონულ საწყობებში განთავსების უზრუნველყოფა და ქონების ექსპერტიზისა და შეფასების ორგანიზება;

ე.ბ) ქონების რეალიზაციის ფორმების თაობაზე წინადადებების მომზადება;

ე.გ) სააგენტოს დირექტორის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის უზრუნველყოფა.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი